Home ახალი ამბები წალენჯიხაში იარაღის გავარდნის შედეგად წვევამდელი გარდაიცვალა

წალენჯიხაში იარაღის გავარდნის შედეგად წვევამდელი გარდაიცვალა

674

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში, ცეცხლსასროლი  იარაღიდან  გავარდნის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოხდა და  გარდაცვლილი წვევამდელი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here