Home ახალი ამბები მსოფლიო “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მიმართ სანქციების დაწესების გეგმა ევროკავშირის 24-მა ქვეყანამ გააპროტესტა

“ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მიმართ სანქციების დაწესების გეგმა ევროკავშირის 24-მა ქვეყანამ გააპროტესტა

2455
“ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მიმართ სანქციების დაწესების გეგმა ევროკავშირის 24-მა ქვეყანამ გააპროტესტა

ევროკავშირის 24-მა ქვეყანამ გააპროტესტა აშშის გეგმები, დააწესოს ახალი სანქციებიჩრდილოეთის ნაკადი -2”-ის მილსადენის წინააღმდეგ, _ იუწყება გამოცემა Die Welt.

გერმანული გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპის დელეგაციამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ პროტესტი გამოხატა 12 აგვისტოს გამართული ვიდეოკონფერენციის მიმდინარეობისას.

შინაარსის მიხედვით, ნოტა იმეორებს საგარეო პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორეალის, 17 ივლისის განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს ვაშინგტონის მხრიდან სანქციების გამოყენების ან სანქციების დაწესების მუქარების შემთხვევების მატება ევროკავშირის კომპანიების, მათ შორის, “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის, პროექტში მონაწილე კომპანიების მიმართ.

ივლისის ბოლოს აშშ-ის სენატმა მოიწონა თავდაცვის ახალი ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს დამატებით შემზღუდავ ზომებს “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მიმართ. უკვე მოქმედი სანქციები ვრცელდება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც მონაწილეობენ მილის გაყვანაში.

Radiosputnik.ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here