Home ახალი ამბები შს მინისტრი: თუ ქურდული სამყაროს წევრი ითანამშრომლებს გამოძიებასთან, ის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება

შს მინისტრი: თუ ქურდული სამყაროს წევრი ითანამშრომლებს გამოძიებასთან, ის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება

1125
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შსს-მ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი წარადგინა.  

როგორც მან აღნიშნა, კრიმინალური მენტალიტეტი ქვეყნის განვითარებას აფერხებს.

დღეს როდესაც ქვეყანა კონკრეტული გამოწვევების წინაშე დგას, კრიმინალური მენტალიტეტი და ორგანიზებული დანაშაული არის ძალიან დიდი რისკის შემცველი და ფაქტობრივად, ეს არის ის შემთხვევა, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, პირველ რიგში, ხაზგასმით აღსანიშნავია ახალგაზრდობასთან მუშაობის კომპონენტი, ჯანსაღი ცხოვრების კომპონენტი. ასევე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ორგანიზებული დანაშაული ერთმნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

ალბათ ყველას შეგვიძლია შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენ წარმატებულ ქვეყანას ვერ ავაშენებთ, თუ ამ გამოწვევას სათანადოდ ვერ ვუპასუხებთ. ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მუშაობს, 2005 წელს შეიქმნა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, გამოწვევები უფრო სხვა ხარისხის არის, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი რამ ტექნოლოგიურ დონეზეც შეიცვალა, შეიცვალა ბევრი რამ სასამართლო სისტემის დონეზეც, ამიტომ, ჩვენ დავდექით იმ აუცილებლობის წინაშე, რომ ეს კანონმდებლობა შეიცვალოს“, – აცხადებს გიორგი გახარია.

მინისტრმა საკანონმდებლო ცვლილების არსიც განმარტა.

ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ნიშნავს ქურდული სამყაროს პასიურ წევრობას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნდა გახდეს ჩვენი სასამართლო და საგამოძიებო სისტემისთვის. თუმცა, არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, იმ შემთხვევაში თუ ქურდული სამყაროს წევრი ითანამშრომლებს გამოძიებასთან, მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში, ის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება“, – განაცხადა შს მინისტრმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here