Home ახალი ამბები მსოფლიო ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე ევროპაში

ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე ევროპაში

1595
ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე ევროპაში

უცნაური საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც დადგეს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, 2020 წლის ყველაზე ლამაზ ნაძვის ხედ დასახელდა ევროპაში.

ეს ნაძვის ხე-ინსტალაცია მიესადაგება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის პირობებს, _ მიაჩნიათ ტურისტული ორგანიზაცია  European Best Destinotions-ის ექსპერტებს.

ნაძვის ხის სიმაღლე 24 მეტრია და მისი დანახვა შორიდანაც შეიძლება კონტაქტების გარეშე. მასზე არ არის სათამაშოები და მორთულობები. ნაძვის ხე დამზადებულია ლითონის ბლოკებისგან, Led-ნათურებისგან, სარკეებისა და ცოცხალი ნაძვის ტოტებისგან. მსურველებს შეუძლიათ ინსტალაციის შიგნით შესვლა.

მეორე ადგილზეა სტრასბურგის ნაძვის ხე, მესამეზე _ პრაღის.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here