Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპს აშშ-სა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის ნორმალიზაცია სურს

ტრამპს აშშ-სა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის ნორმალიზაცია სურს

1600
ტრამპს აშშ-სა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის ნორმალიზაცია სურს

10 იანვარს ტელეარხ FOXNEWSისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი მხარდაჭერა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ. მისი თქმით, ვაშინგტონს შეუძლია და ვალდებულია, აღადგინოს ნორმალური სავაჭრო ურთიერთობა მოსკოვთან.

აშშ-ის ლიდერის აზრით, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რადგან “კუდიანებზე ნადირობა” დასრულდა. როგორც ჩანს, ის გულისხმობდა გამოძიებას 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის თითქოსდა ჩარევის შესახებ, რომელსაც სპეცპროკურორი რობერტ მიულერი თითქმის 2 წლის განმავლობაში აწარმოებდა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტისა და მოსკოვის შეთქმულების დამამტკიცებელი ვერანაირი სამხილი ვერ მოიპოვა. ამის გახსენების შემდეგ ტრამპმა ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, კენჭი ესროლა თავისი მოწინააღმდეგეების, დემოკრატების, ბოსტანში და განაცხადა, რომ ამერიკელმა გამომძიებლებმა “რუსეთის საქმეზე” 45 მლნ დოლარი დახარჯეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა აქამდეც არაერთხელ გამოხატა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი. მაგალითად, გასული წლის ოქტომბერში თქვა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა მოაგვაროს ურთიერთობა რუსეთთან, “იმიტომ, რომ ის (რუსეთი) ჭკვიანია”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here