Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპი ვენდეტას ამზადებს _ იმპიჩმენტის წამომწყებებისთვის გზა გაჰყავთ ციხისკენ

ტრამპი ვენდეტას ამზადებს _ იმპიჩმენტის წამომწყებებისთვის გზა გაჰყავთ ციხისკენ

3230
ტრამპი

კონგრესში ფედერალური პროკურორის მოხსენებაში კონკრეტულ სახელებს ელოდებიან”, _ განაცხადა წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ორგანიზატორმა სტივენ სკელისმა ტელეარხ Fox Newsის ეთერში.

სტივენ სკელისი
სტივენ სკელისი

სტივენ სკელისის თქმით, ყველა, ვინც მონაწილეობდა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში და პრეზიდენტის გადასაყენებლად თავის უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა, გისოსებს მიღმა უნდა იყოს. ამასთანავე, სკელისმა აღნიშნა, რომ ლაპარაკია არა მხოლოდ იმპიჩმენტის წამომწყებებზე, არამედ მათზეც, ვინც მონაწილეობდა სკანდალურ საქმეში “რუსეთის ჩარევის შესახებ”.

აშშ-ის პრეზიდენტის 6 თებერვლის განცხადებაზე საუბრისას, კონგრესმენმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ “ტრამპმა მიუთითა გარკვეულ უპატიოსნო პირებზე, კერძოდ, ბინძურ პოლიციელებზე”. აქ სკელისს მხედველობაში ჰყავდა აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნები.

მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება კონეკტიკუტის შტატის ფედერალური პროკურორის, ჯონ დარემის, მოხსენებას, რომლის მომზადებაც მას Russia Gate-ს წყაროების შემოწმების შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ დაავალა.

“ადამიანებმა უნდა უპასუხონ, _ განაცხადა სკელისმა, _ გადააჭარბეს თუ არა თავიანთ უფლებამოსილებას, იმისთვის, რომ ფაქტობრივად, ჩამოეშორებინათ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი. ამ ადამიანების ადგილი ციხეშია”.

როგორც მედიასაშუალებები ადრე იუწყებოდნენ, ამერიკელმა სენატორებმა მხარი არ დაუჭირეს საბრალდებო მუხლებს ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ჩარჩოში. კერძოდ, 100-დან მხოლოდ 48 სენატორმა დაუჭირა მხარი პრეზიდენტის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. ამასთანავე, კონგრესისთვის ხელის შეშლაში პრეზიდენტის დადანაშაულებას მხარს უჭერდა აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის 47 წევრი.

news-front.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here