Home ახალი ამბები მსოფლიო საფრანგეთი რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გადატვირთვაზე მუშაობს

საფრანგეთი რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გადატვირთვაზე მუშაობს

453
საფრანგეთი რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გადატვირთვაზე მუშაობს

საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსების მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა, რომ ნახევარი წლის განმავლობაშიიპოვის ქმედით გადაწყვეტილებას ფინანსურ სფეროში”.

“საფრანგეთის ხელისუფლება მუშაობს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გადატვირთვაზე და ცდილობს, იპოვოს გადაწყვეტილება, რომელიც თავიდან ააცილებს აშშ-ის სანქციებს რუსეთთან თანამშრომლობის გამო”, _ განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსების მინისტრმა ბრუნო ლე მერმა 7 იანვარს სოციალურ პლატფორმა Peroscope-ში გამოსვლისას.

“ცოტა ხნის წინათ ვიყავი მოსკოვში, რათა გარანტიები მომეპოვებინა რესპუბლიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გასაგრძელებლად რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობის გადატვირთვაზე. ჩვენ გვსურს, ხელახლა ავამუშაოთ ეკონომიკური ურთიერთობა მოსკოვთან ისე, რომ დავიცვათ საერთაშორისო სამართლის ნორმები და არ ვიყოთ შეზღუდული ექსტერიტორიული ფინანსური სანქციებით, რომლებიც დღეს პირველი წინაღობაა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების საქმეში”, _ თქვა საფრანგეთის ეკონომიკური უწყების ხელმძღვანელმა საფრანგეთის ეკონომიკის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების წინაშე გამოსვლისას.

ლე მერი დაჰპირდა საზოგადოებას, რომ 6 თვის განმავლობაში იპოვის “ქმედით გადაწყვეტილებას ფინანსურ სფეროში”, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საფრანგეთს, მიაღწიოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გადატვირთვას და “ექსტერიტორიული სანქციების თავიდან აცილებას”. მისი თქმით, მსგავსი სანქციები “ერის სუვერენიტეტის ხელყოფაა”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here