Home ახალი ამბები მსოფლიო რუსული ვაქცინის რეგისტრაციას ორ კვირაში 25 ქვეყანაში გეგმავენ

რუსული ვაქცინის რეგისტრაციას ორ კვირაში 25 ქვეყანაში გეგმავენ

374
რუსული ვაქცინის რეგისტრაციას ორ კვირაში 25 ქვეყანაში გეგმავენ

ამ დროისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულმა ვაქცინასპუტნიკV”- რეგისტრაცია 14 ქვეყანაში გაიარა

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინა „სპუტნიკV”-ს უახლოეს პერიოდში ოცზე მეტ ქვეყანაში დაარეგისტრირებენ, მიაჩნია პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდის დირექტორ კირილ დმიტრიევს, იუწყება РИА Новости.

ფონდის დირექტორმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია თითოეულ ქვეყანასთან ინდივიდუალურად მუშაობდა და ვაქცინის წარმოების კუთხით ბევრი პარტნიორობა შეიქმნა.

„ამჟამად ვაქცინა „სპუტნიკV” 14 ქვეყანაშია რეგისტრირებული, უახლოეს ორ კვირაში რეგისტრაციას 25-ზე მეტ ქვეყანაში ველით“, – განაცხადა დმიტრიევმა დავოსის მასოფლიო ეკონომიკური ფორუმის სესიაზე, რომელიც ონლაინ-ფორმატში იმართება.

ვაქცინა „სპუტნიკ V” ეფუძნება ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების კარგად შესწავლილ და შემოწმებულ პლატფორმას და დამტკიცებულია რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, უნგრეთში, სერბეთში, ბოლივიაში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაიში და თურქმენეთში. დაწყებულია ვაქცინის ევროკავშირში რეგისტრაციის ინიცირების პროცესი.

https://ge.news-front.info/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here