Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთი და აფრიკა შეთანხმდნენ გაეროს ერთობლივად რეფორმირებაზე

რუსეთი და აფრიკა შეთანხმდნენ გაეროს ერთობლივად რეფორმირებაზე

473
რუსეთი და აფრიკა შეთანხმდნენ გაეროს ერთობლივად რეფორმირებაზე

რუსეთი და აფრიკის ქვეყნები ერთობლივად მიმართავენ ძალისხმევას გაეროს რეფორმირებაზე, მათ შორის, ამ ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს. ეს შეთანხმება ჩაწერილია 24 ოქტომბერს გამოქვეყნებულ რუსეთაფრიკის პირველი სამიტის დეკლარაციაში.

“მხარეები შეთანხმდნენ, მჭიდროდ ითანამშრომლონ გაეროს პრინციპებისა და მიზნების რეალიზაციისას, უზრუნველყონ გაეროს აქტიური როლი საერთაშორისო საქმეებში, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერას; მიმართონ კოორდინირებული ძალისხმევა გაეროს რეფორმირებისთვის, მათ შორის, უშიშროების საბჭოს, აგრეთვე, გაეროს პოტენციალის ასამაღლებლად არსებული და ახალი გლობალური გამოწვევებისა და მუქარების წინააღმდეგ”, _ ნათქვამია დეკლარაციაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here