Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვარშავის გათავისუფლების 75 წლისთავზე საიდუმლო დოკუმენტები გაასაჯაროა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვარშავის გათავისუფლების 75 წლისთავზე საიდუმლო დოკუმენტები გაასაჯაროა

1331
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვარშავის გათავისუფლების 75 წლისთავზე საიდუმლო დოკუმენტები გაასაჯაროა

17 იანვარს 75 წელი შესრულდა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის ფაშისტი დამპყრობლებისგან გათავისუფლებიდან. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავისი არქივიდან დოკუმენტები გამოამზეურა. სამხედრო უწყებამ თავის ვებგვერდზე შექმნა ახალი ისტორიული განყოფილება, რომელშიც გამოქვეყნდა უნიკალური დოკუმენტები. ეს დოკუმენტები ასახავს პერიპეტიას ვარშავის აჯანყებისა, რომელიც მოხდა 1944 წელს. აგრეთვე, გამოქვეყნებულია კადრები ბელორუსიის 1-ელი ფრონტის ოპერატიული სამმართველოს ალბომიდან. მათზე აღბეჭდილია დაცვის გარღვევა, შტურმისა და საარტილერიო მომზადების შედეგები. ვებგვერდის ახალ განყოფილებაში  გამოქვეყნებულია  ფაშისტების მიერ პოლონეთში ჩადენილი დანაშაულებისა და წითელი არმიის ზურგში 1944-1945 წლებში საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეარმია კრაიოვასტერორისტული საქმიანობის შესახებ დოკუმენტები.

რფ-ის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს დოკუმენტები გამოაქვეყნეს ისტორიული სიმართლის შესანარჩუნებლად და ფალსიფიკაციასთან საბრძოლველად. ამ დღის აღსანიშნავად მოსკოვში, გამარჯვების პარკში, დააქუხეს გამარჯვების სალუტი და გაუშვეს ფოიერვერკი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here