Home ახალი ამბები მსოფლიო რისთვის იყენებს აშშ საქართველოს

რისთვის იყენებს აშშ საქართველოს

3836
მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა მიიჩნევს, რომ საქართველო, ფაქტობრივად, გადაიქცა შავ ზღვისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის შეკავების სტრატეგიის ელემენტად.

“აშშ-სა და, საზოგადოდ, დასავლეთს შეუძლია, თბილისი გამოიყენონ ანტირუსული სანქციების გასაძლიერებლად, მაგრამ ამას საერთო არაფერი ექნება საქართველოზე ზრუნვასთან”, _ განაცხადა რუსეთის დიპლომატიური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეარხ “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

“დასავლეთში არიან მძლავრი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ ანტირუსული სანქციების შენარჩუნებასა და გაძლიერებას; მათი მოტივები დაკავშირებული არ არის საქართველოზე ზრუნვასთან. ვინც სხვაგვარად ფიქრობს, ძალიან გულუბრყვილოა. თუ დაიწყება საქართველოს მოხსენიება, როგორც სანქციის დაწესების საფუძველისა, ეს იქნება კარგი საბაბი ქართველებისთვის, რათა დაფიქრდნენ, ხომ არ იყენებენ მათ ქვეყანას სხვის პოლიტიკურ თამაშებში”, _ განაცხადა მარია ზახაროვამ და დასძინა, რომ საქართველო უკვე, ფაქტობრივად, გადაიქცა დასავლეთის მიერ შემუშავებული შავზღვისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში “რუსეთის შეკავების სტრატეგიის” ელემენტად.

ზახაროვამ გაიხსენა ცოტა ხნის წინათ აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთი მაღალჩინოსნის საჯარო განცხადება, რომ აშშშეაიარაღებს საქართველოს რუსეთთან საბრძოლველად”; “ქართველ პოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ, რომ სხვისი გეოპოლიტიკური ინტერესების მომსახურება, საკუთარი ინტერესების დაცვის ნაცვლად, არაკეთილშობილური საქმეა”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here