Home ახალი ამბები პანკისის უხუცესები: ვითხოვთ მთავარ პროკურ, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას

პანკისის უხუცესები: ვითხოვთ მთავარ პროკურ, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას

756
პანკისის ხეობის უხუცესები მთავარ პროკურორ  ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

პანკისის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ უმჯობესი იქნება შოთაძე პირადად ჩავიდეს ხეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პროკურატურაში თავად გეგმავენ ჩასვლას.

უხუცესების განცხადებით, გამოძიება ჭიანურდება და არსებულ კითხვებს მაქსიმალურად სწრაფად უნდა გაეცეს პასუხი.

ხეობის მოსახლეობამ საგანგებო განცხადება დუისში, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში გააკეთა, სადაც ადგილობრივები პარასკევის ლოცვის შემდეგ შეიკრიბნენ.

სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში. სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველო და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here