Home ახალი ამბები მსოფლიო ნორვეგიელი ჟურნალისტი: კვლავ “ნოვიჩოკი”? ეს უკვე ცირკს ჰგავს!

ნორვეგიელი ჟურნალისტი: კვლავ “ნოვიჩოკი”? ეს უკვე ცირკს ჰგავს!

1367
ნორვეგიელი ჟურნალისტი: კვლავ “ნოვიჩოკი”? ეს უკვე ცირკს ჰგავს!

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება შეეცადა, მოეწამლა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომლის წინააღმდეგაც გამოიყენესსაომარი სახეობისშხამი.

ნორვეგიელი ჟურნალისტი: კვლავ “ნოვიჩოკი”? ეს უკვე ცირკს ჰგავს!

ამ ვერსიას უკიდურესად დაუჯერებელი უწოდა ნორვეგიელმა ჟურნალისტმა პოლ სტეიგანმა, რომლის სტატიებიც ინტერესს იწვევს არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ეს უკვე ჰგავს ცირკს.

“კვლავ “ნოვიჩოკი”?..

ალექსეი ნავალნი, რომელიც ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, გამოიკვლიეს სპეციალური სამხედრო ლაბორატორიის სპეციალისტებმა და დაასკვნეს, რომ მის ორგანიზმში არის “ნოვიჩოკის” ტიპის საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერება. სხვა დასავლურმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს გერმანიის პოზიციას. კერძოდ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინე ერიქსენ სიორეიდემ განაცხადა, რომ სრულიად ენდობა გერმანელი ექსპერტების დასკვნას და გმობს “ნავალნიზე თავდასხმას”. მან მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, გულდასმით გამოიკვლიოს ინციდენტი. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც ლაპარაკობს ნავალნის წინააღმდეგ მომწამვლელი ნივთიერება “ნოვიჩოკის” გამოყენებაზე და რუსეთისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს, რათა დაამტკიცოს, რომ ამ ინციდენტში გარეული არ იყო. “და როგორ დაამტკიცოს ახლა რუსეთმა, რომ ნავალნი არ მოუწამლავს? თვითონ სტოლტენბერგი შეძლებდა, ყველასთვის სარწმუნოდ დაემტკიცებინა, რომ ეს მას არ გაუკეთებია?” _ სვამს კითხვას ნორვეგიელი ჟურნალისტი.

პოლ სტეიგანის აზრით, მომხდარი არის პროვოკაცია მიმართული რუსეთისა და გერმანიის ურთიერთობისთვის ძირის გამოსათხრელად და გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მშენებლობის შესაჩერებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დასკვნა პირდაპირი მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, ნორვეგიელ ჟურნალისტს მიაჩნია, რომ ის უფრო ლოგიკურია და სიმართლესთან ახლოს, ვიდრე მერკელისა და სტოლტენბერგის მტკიცებულებები.

topwar.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here