Home ახალი ამბები ნაცვლიშვილი: მიშასნაცვალს 8 მილიონი ლარის გაფლანგვა ემსუბუქება

ნაცვლიშვილი: მიშასნაცვალს 8 მილიონი ლარის გაფლანგვა ემსუბუქება

1308

გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, როგორც ჩანს, პრეზიდენტი მარგველაშვილი 8 მილიონ ლარს დიდ თანხად არ მიიჩნევს.

ნაცვლიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციის შენახვაში მარგველაშვილი მილიონობით ლარს ხარჯავს იმ დროს, როდესაც რეზიდენცია კანონით, ათონელზე უნდა იყოს განთავსებული.
ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილი, რომელიც პროკურატურის კანონიერ მოთხოვნას ბლოკავდა, მიხეილ-სააკაშვილის 8 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეს ე.წ. პიჯაკების საქმედ მოიხსენიებს.
„როდესაც „ვაშლის გათლაზე დაჭერილად” აცხადებ ქართული გულაგის არქიტექტორ ბაჩო ახალიას ან „პიჯაკების საქმედ“ მოიხსენიებ 8 მილიონი ლარის მითვსება-გაფლანგვის საქმეს, მკბენავ-მჩქმეტავი მასაჟისტი დოქტორ დოტის საპრეზიდენტო თვითმფრინავით სეირნობიდან დაწყებული, ბოტოქსებით, ოჯახის წევრთა მსხვილი თუ წვრილმანი ხარჯებით გაგრძელებული და კარის ფავორიტების თუ „ვან ნაით სტენდზე“ შემოფრენილი „ძივების“ საჩუქრებით დამთავრებული, – შენთან ყველაფერი გასაგებია: ან მიშას ნარატივში ზიხარ ან იმავეს ჩადენაზე ოცნებობ. ვფიქრობ, მარგველაშვილის შემთხვევაში სწორედ ამ ორი მოტივაციის იდეალური ერთობლიობასთან გვაქვს საქმე. გაიხსენეთ, ჯერ კიდევ როდის ბლოკავდა ამ საქმეზე პროკურატურის კანონიერ მოთხოვნას, შესყიდვებისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნის თაობაზე. რამდენი შეურაცხყოფა მიაყენა და რამდენი დაუმსახურებელი ლაფი ესროლა სისტემას მაშინ ან ეხლა?“,- აცხადებს ნაცვლიშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here