Home ახალი ამბები მსოფლიო “მან შექმნა ისინი ქალად და კაცად”

“მან შექმნა ისინი ქალად და კაცად”

754
რომის პაპი

ლგბტ პირების უფლებათა დამცველებმა დაგმეს კათოლიკური ეკლესიის კონგრეგაციის (რომის კურიის ქვედანაყოფი) მოხსენება, რომელშიც ვატიკანმა მწვავედ გააკრიტიკა გენდერული იდენტობის კონცეფცია. ეს დოკუმენტი არის სახელმძღვანელო მათთვის, ვინც მუშაობს ბავშვებთან. მოხსენება შედგება 30 გვერდისგან და იწოდება ასე: “მან შექმნა ისინი ქალად და კაცად”. მოხსენებაში ნათქვამია, რომ თანამედროვე გენდერული თეორიები მოწყვეტილია ბუნებას და ამის ნაცვლად აბსოლუტური არჩევანი კეთდება მხოლოდ და მხოლოდ გრძნობების საფუძველზე.

დებორა ლიუბოვი, NBC-ის ანალიტიკოსი: ეს დოკუმენტი დიდ ინტერესს იწვევს. მასში ნათლად არის ნათქვამი, რას მიჩნევს ვატიკანი მთავარ პრობლემად ბიოლოგიური განსხვავების გაუქმებაში. ეს არის დარტყმა ოჯახურ ფასეულობებზე. მოხსენებაში გამოყენებულია საკმაოდ უხეში ენა, როდესაც ლაპარაკია ლგბტ თემის წარმომადგენლებზე. ნებისმიერ შემთხვევაში ეს მოხსენება დიდ იმედგაცრუებად იქცა ბევრი ადამიანისთვის, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ მიდგომა იქნებოდა უფრო ინკლუზიური. პაპი ფრანცისკე ყურადღებას ამჟღავნებდა ჰომოსექსუალების მიმართ, ლაპარაკობდა ყველა ადამიანის სიყვარულზე და პირადად ხვდებოდა განკიცხულთ”.

მოხსენება გამოქვეყნდა იმ მომენტში, როდესაც გეები, ლესბოსელები, ბისექსუალები, ტრანსსექსუალები აღნიშნავენ “სიამაყის თვეს”. მათი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის სიძულვილისა და ფანატიზმის წამახალისებელი დოკუმენტი.

გენდერული კუთვნილება, _ ნათქვამია სახელმძღვანელოში, _ განისაზღვრება არა ადამიანის, არამედ ღმერთის მიერ და ამით უნდა იხელმძღვანელონ საგანმანათლებლო ინსტიტუტებმა. ამასთანავე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბავშვებმა და ახალგაზრდებმა პატივი უნდა სცენ ყველა ადამიანს და არავინ უნდა იტანჯებოდეს დაცინვისა და დისკრიმინაციისგან.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here