Home ახალი ამბები მსოფლიო ლუკაშენკომ შეიძლება პრეზიდენტის პოსტი დატოვოს, ნაზარბაევი კი უკვე გადადგა

ლუკაშენკომ შეიძლება პრეზიდენტის პოსტი დატოვოს, ნაზარბაევი კი უკვე გადადგა

1061
ალექსანდრე ლუკაშენკო

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ  ალექსანდრე ლუკაშენკო პრეზიდენტის პოსტის დატოვებას გეგმავს.

როდის გავრცელდება დაწვრილებითი ინფორმაცია? ალბათ, აპრილში. მან უკვე განაცხადა, რომ აპრილში მოსახლეობისა და ნაციონალური საკრებულოსთვის მიმართვისას ილაპარაკებს ქვეყნის ახალ სტრატეგიულ ორიენტირებზე.

არ არის გამორიცხული, რომ სიურპრიზი პრეზიდენტის პოსტის დატოვების თაობაზე  ლუკაშენკომ  ამ ღონისძიებისთვის შემოინახა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ თებერვალში მედიასთან გამართულ ფართო შეხვედრაზე ლუკაშენკომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე თანხმობა გამოთქვა, მაგრამ არ გამორიცხა, “რომ შეიძლება ვითარება შეიცვალოს და გადაიფიქროს”.

ნურსულთან ნაზარბაევი
ნურსულთან ნაზარბაევი

P.Sყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა 19 მარტს ქვეყნის მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიართვაში განაცხადა, რომ ტოვებს პრეზიდენტის პოსტს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here