Home ახალი ამბები მსოფლიო ისტორიის დამახინჯება რუსეთში ექსტრემიზმს გაუთანაბრეს

ისტორიის დამახინჯება რუსეთში ექსტრემიზმს გაუთანაბრეს

1641
ისტორიის დამახინჯება რუსეთში ექსტრემიზმს გაუთანაბრეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა რუსეთში ექსტრემიზმის საწინააღმდეგო განახლებული სტრატეგია 2025 წლამდე, რომელშიც ნათქვამია, რომ უცხოეთში ისტორიის წინასწარგანზრახვით დამახინჯება, აგრეთვე, ნაცისტური და ფაშისტური იდეების აღორძინება აღიარებული იქნება ექსტრემისტულ ფაქტორებად, რომლებიც რუსეთს ემუქრება.

ახალ დოკუმენტში გაჩნდა, აგრეთვე, ისეთი ცნებები, როგორებიცაა ძალადობის იდეოლოგია (იდეებისა და თვალსაზრისების ერთობლიობა, რომელიც ამართლებს ძალადობას პოლიტიკური, იდეოლოგიური, რელიგიური თუ სხვა მიზნების მისაღწევად, და რადიკალიზმი (ძალადობის იდეოლოგიის უკომპრომისო მომხრეობა, რომელიც ხასიათდება რუსეთის კონსტიტუციური წყობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის გადამწყვეტი და კარდინალური ცვლილებებისკენ მისწრაფებით.

დოკუმენტში, აგრეთვე, ნათქვამია, რომ საგარეო ექსტრემისტულ საფრთხეებს წარმოადგენს რიგი სახელმწიფოების დესტრუქციული მოღვაწეობის მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია რუსეთის ფედერაციის საშინაო პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევისკენ, მათ შორის არის “ფერადი რევოლუციის” ორგანიზება.

“ექსტრემიზმის ყველაზე სახიფათო გამოვლენაა სიძულვილის ან მტრობის გაღვივება, ადამიანის ან პირთა ჯგუფის ღირსების შელახვა სქესობრივი ნიშნით, რასის, ეროვნების, ენის, წარმოშობის, რელიგიისადმი დამოკიდებულების ან რომელიმე ჯგუფისადმი კუთვნილების მიხედვით”, _ აღნიშნულია სტრატეგიაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here