Home ახალი ამბები ია ანთაძემ,”საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” დატოვა

ია ანთაძემ,”საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” დატოვა

1240

საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ ერთმა ხელმძღვანელმა, ია ანთაძემ, მისივე დაფუძნებული, “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” დატოვა.

ქარტიას ანთაძე “”პირველი არხის” მენეჯმენტსა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს შორის არსებული კონფლიქტის” გამო ტოვებს.

ანთაძის განცხადება “ქარტიის” დატოვების შესახებ, ქარტიის საბჭოს მდივანმა დავით კლდიასვილმა ამავე ჯგუფის “ფეისბუქ” გვერდით გაავრცელა.

ქარტია ანთაძესთან ერთად “პირველი არხის” ორმა თანამშრომელმაც დატოვა.

მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ქარტიის წევრობა შეიწყვიტეს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა ია ანთაძემ, ირაკლი აბსანძემ და თამთა ყუბანეიშვილმა, რის საფუძვლადაც დაასახელეს “პირველი არხის” მენეჯმენტსა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს შორის არსებული კონფლიქტი”, -ნათქვამია კლდიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here