Home ახალი ამბები მსოფლიო იაპონიას უნდა, რუსეთ-ჩინეთის “უდოლარო” ცენტრს შეუერთდეს

იაპონიას უნდა, რუსეთ-ჩინეთის “უდოლარო” ცენტრს შეუერთდეს

2484
იაპონიას უნდა, რუსეთ-ჩინეთის “უდოლარო” ცენტრს შეუერთდეს

ვლადივოსტოკში გამართული აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზეშორეული აღმოსავლეთი: საზღვრებისა და შესაძლებლობების გაფართოება”, სადაც მოხსენებით გამოვიდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი, მონღოლეთის პრეზიდენტი ჰალტმააგიინა ბატულგი, იაპონიის პრემიერმინისტრი სინძო აბე და კორეის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი ლი ნაკ იონა, ბევრი .. წყნარი სვლა, კომბინაცია გაკეთდა, რომლებიც სრულიად ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას ქმნის.

ამ ახალ რეალობას, უწინარესად, ჩინეთისა და იაპონიის ლიდერები ქმნიან, ვლადიმერ პუტინმა კი წინასწარგანზრახვით დაუთმო ინიციატივა და “მთავარი როლი” პარტნიორებს. მან მხოლოდ მიმართა სინძი აბეს, რომ წლის ბოლომდე გააფორმონ სამშვიდობო შეთანხმება მოსკოვსა და ტოკიოს შორის, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

ეს იყო შეთავაზება ამომავალი მზის ქვეყნის პრემიერმინისტრის მოულოდნელ გამოსვლაზე, როდესაც მან განაცხადა, რომ მსოფლიო შევიდა ძველის ნგრევისა და ახლის შენების, ადრე არარსებული და შეუძლებლად მიჩნეული კავშირების შექმნის სტადიაში, აგრეთვე, იაპონიის მზადყოფნაზე _ იყოსგიგანტური კონექტორიეკონომიკური და პოლიტიკური სივრცისა ბერინგის სრუტიდან სამხრეთ წყნარი ოკეანის რეგიონამდე.

“ჩვენ ვართ ჩვენი ისტორიის საკვანძო მომენტში”, _ განაცხადა სინძო აბემ. დღეს კურილიის კუნძულებზე ლოჯისტიკური ჰაბის შექმნით წყნარი ოკეანის ჩრდილოდასავლეთი ნაწილის წყლების ტრანზიტის ზონად გადაქცევის პერსპექტივა რეალური პოლიტიკური გეგმაა სახელმწიფოსთვის, რომელსაც მეოთხე ადგილი უკავია მსოფლიო ეკონომიკაში.

სანამ აშშის ფლოტი დომინირებდა წყნარი ოკეანის სივრცეებში, ტოკიო იძულებული იყო, ორიენტირი ვაშინგტონზე აეღო. ახლა, როდესაც დომინირება ნელნელა ქრება, იაპონიას სურს, თავი დააღწიოს აშშის დიქტატს და შეხვდეს მისთვის სრულიად ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას.

ამიტომ რუსეთის პრეზიდენტის საპასუხო შეთავაზება შეიძლება განვიხილოთ, როგორც იაპონიის ისტებლიშმენტის განწყობების შემოწმება. პუტინმა, უბრალოდ, შესთავაზა მათ, დრო არ გააჭიანურონ და დაიწყონ მოლაპარაკებები “აქვე და ახლავე”.

ადრე ჯერ სსრკ-ის, შემდეგ რუსეთის მხრიდან მსგავს შეთავაზებას ამომავალი მზის ქვეყანა ყოველთვის უარყოფდა. “ჩრდილოეთის ტერიტორიების”, ანუ კურილიის კუნძულების დაბრუნების პრობლემა ერთ-ერთი ჯაჭვია, რომლითაც მიბმულია ტოკიო ვაშინგტონთან. იაპონიამ კრემლის წინადადება ამჯერადაც უარყო, მაგრამ სინძო აბემ თავის გამოსვლაში მიანიშნა, რომ ვითარება შეიძლება შეიცვალოს 2019 წელს, იაპონიის იმპერატორის შეცვლის შემდეგ.

ახალი გეოპოლიტიკური სამკუთხედის _ რუსეთი-ჩინეთი-იაპონიის _ ჩამოყალიბება ასეთი გადაწყვეტილების შესაძლებლობას ქმნის. თუ ტოკიო გადაწყვეტს მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას კურილიის კუნძულებზე ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ამომავალი მზის ქვეყანა აშშ-ის დაქვემდებარებიდან გამოვიდა.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here