Home ახალი ამბები “ვერ შევეგუები ღირებულებებისა და სტანდარტების უგულებელყოფას ჟურნალისტიკაში”- მარინა ვაშაყმაძის პირველი კომენტარი

“ვერ შევეგუები ღირებულებებისა და სტანდარტების უგულებელყოფას ჟურნალისტიკაში”- მარინა ვაშაყმაძის პირველი კომენტარი

1322

რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროსს ყოფილმა ხელმძღვანელმა, მარინა ვაშაყმაძემ თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

ვაშაყმაძე “ნეტგაზეთისთვის” მიცემულ წერილობით კომენტარში ამბობს, რომ ჟურნალისტური ღირებულების უგულებელყოფას ვერ შეეგუება.

დიახ, მე დავტოვე რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობა.

ვერ შევეგუები ღირებულებებისა და სტანდარტების უგულებელყოფას ჟურნალისტიკაში. იმისა, რისაც მთელი არსებით მწამს და მჯერა! დეტალებს აღარ აქვს მნიშვნელობა ასეთ ვითარებაში. არაფერი შეიძლება იყოს ამ ღირებულებების დაცვაზე უფრო მნიშვნელოვანი!

რადიო თავისუფლების ერთ-ერთ ხელმძღვანელად ყოფნა ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის. თუმცა გაცილებით დიდი პატივია რადიო თავისუფლების გუნდთან ერთად მუშაობა, საქმისათვის თავდადებულ, ჟურნალისტური სტანდარტების ერთგულ პროფესიონალებთან საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ”, – აცხადებს მარინა ვაშაყმაძე.

მარინა ვაშაყმაძემ რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობა გუშინ, 31 იანვარს მას შემდეგ დატოვა, რაც ერთი დღით ადრე თანამდებობიდან რადიოს ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე გაათავისუფლეს.

დავით კაკაბაძე რადიო “თავისუფლების” ქართულ სამსახურს 2005 წლიდან ხელმძღვანელობდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here