Home ახალი ამბები საქართველო “ეს ცილისწამების კლასიკური მაგალითი იყო“ – ეკა ბესელია აფგან მუხტარლის განცხადებაზე

“ეს ცილისწამების კლასიკური მაგალითი იყო“ – ეკა ბესელია აფგან მუხტარლის განცხადებაზე

984

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მიერ საქართველოს ხელისუფლებისა და პრემიერის მიმართ გაკეთებულ განცხადებას ცილისმწამებლურს უწოდებს.

“ეს ცილისწამების კლასიკური მაგალითი იყო. პრემიერ-მინისტრის მიმართ გაკეთებული ეს განცხადება და ბრალდება ცილისწამებლურ ხასიათს და შინაარსს ატარებს. შემიძლია გითხრათ, რომ ეს სიმართლე არ არის. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და პრაქტიკულად ყველა პირი დაკითხულია, ვისაც თეორიულადაც შეიძლება რაიმე ინფორმაცია ჰქონოდა. ამ საკითხზე შუალედური ინფორმაცია გასაჯაროვებული იყო და შესაბამისი პასუხისმგებელი პირები თანამდებობიდან გადადგნენ. ასეთი ბრალდება ცილისწამება და სიცრუეა. არანაირი დავალება და სახელმწიფოების უმაღლესი თანამდებობის პირებს წინასწარი შეთანხმება არ ყოფილა”, – განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხტარლიმ გუშინ, „ტვ პირველთან“ ექსკლუზიურად ისაუბრა და მან საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოდან მისი გატაცების ორგანიზებაში დაადანაშაულა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here