Home ახალი ამბები ერდოღანი აშშ-ს: მოთმინება არ გვეყოფა, მოვალთ მოულოდნელად ღამით

ერდოღანი აშშ-ს: მოთმინება არ გვეყოფა, მოვალთ მოულოდნელად ღამით

3926
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, არ მოახდინოს თურქეთის პროვოცირება და არ ხელყოს თურქეთის საზღვრები.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, მოთმინება არ გვეყოფა. ამას პატივცემულ ექსპრეზიდენტ ობამასაც ვეუბნებოდი. სამწუხაროა, რომ მისგან პასუხი ვერ მივიღეთ. ჩვენ ვამბობდით: „მოვალთ მოულოდნელად ღამით“. ველოდით, ველოდით, შემდეგ კი დავარტყით. ის, ვინც ამბობს, რომ მათ უკან ამერიკაა, ვერ მოერევა თურქ ხალხს. ეს ჩვენი სახალხო ბრძოლაა“, – განაცხადა ერდოღანმა ბურსას პროვიცნიაში ქალთა კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.

მან კიდევ ერთხელ ახსენა სირიაში ქურთი შეიარაღებული ფორმირებებისადმი ამერიკის სამხედრო მხარდაჭერა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკამ სირიელ ქურთებს იარაღით დატვირთული 5 ათასი სატვირთო ავტომანქანა გაუგზავნა.

შაბათს, თურქეთის გენერალურმა შტაბმა სირიაში, აფრინის პროვინციაში „ზეთისხილის ტოტის“ სახელწოდებით ქურთული ფორმირებების წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.

1 COMMENT

  1. სხვა ქვეყანაში შეიარაღებული შეჭრა,და შემდგომ იმის განცხადება რომ ის თავის მოქალაქეებს და ქვეყანას იცავსეს პუტინის noy haua,ისე რომ ნობელის პრემიაზე ერდოღანმა ერთი ნაბიჯით დააგვიანა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here