Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპამ და აზიამ უარი განაცხადეს ამერიკულ ბუნებრივ აირზე

ევროპამ და აზიამ უარი განაცხადეს ამერიკულ ბუნებრივ აირზე

2333
ევროპამ და აზიამ უარი განაცხადეს ამერიკულ ბუნებრივ აირზე

ევროპაში ცისფერი საწვავის ფასი მინიმუმამდე დაეცა. ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის შეძენას აზრი არ აქვს _ ეს თვითონ აშშის ენერგეტიკის სამინისტრომ აღიარა. კლიენტებმა ზაფხულში უარი განცხადეს ასეულობით შეკვეთაზე, შედეგად ექსპორტი 63%-ით შემცირდა.

2019 წელს აშშ-დან ბუნებრივი აირის ექსპორტმა 54,7 მლრდ კუბ. მ შეადგინა _ ეს 20,7 მლრდ-ით მეტია, ვიდრე 2018-ში. შემდეგ წლებში გეგმები უფრო ამბიციური იყო: 2020-ში _ 67,2 მლრდ კუბ. მ, 2021-ში _ 79,5. ამ მონაცემებზე 2010 წლის იანვარში ილაპარაკა აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა, მაგრამ დღეს უკვე ნათელია, რომ ასე არ მოხდება.

ჰოლანდიურ ჰაბ TTF-ზე ბუნებრივი აირის საშუალო ფასი 2020 წლის პირველ ოთხ თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორჯერ დაეცა, იაპონიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება კი 44%-ით შემცირდა. უკვე აპრილში ევროპაში ამერიკული ბუნებრივი აირის ექსპორტი მიზანშეუწონელი იყო. დიდმა ევროპულმა და აზიურმა კომპანიებმა ივნის-ივლისის კონტრაქტები გააუქმეს.

agitpro.suზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here