Home ახალი ამბები მსოფლიო ევროკავშირმა სლოვენია ბედის ანაბარა მიატოვა

ევროკავშირმა სლოვენია ბედის ანაბარა მიატოვა

ევროკავშირმა სლოვენია ბედის ანაბარა მიატოვა

სლოვენიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიჩივლეს, რომ კორონავირუსის გავრცელებისას ევროკავშირი ქვეყანას არ დაეხმარა.

“სლოვენიას ევროკავშირისგან არანაირი დახმარება არ მიუღია. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან სახიფათო ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ევროკავშირს დამცავი საშუალებებიც კი არ გამოუგზავნია ქვეყნისთვის”, _ განაცხადა სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა იანეზ იანშმა.

“ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ჩვენ ევროკავშირისგან ერთი ნიღაბიც არ მიგვიღია, არც დამცავი კოსტიუმი, არც ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი. ჩვენ მხოლოდ ჩვენი თავისა და რეგიონში მეგობრების იმედად ვართ”, _   განაცხადა სლოვენიის პრემიერმა. ამჟამად სლოვენიაში 1 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულია  43.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here