Home ახალი ამბები საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს 146 მოქალაქე არ შეუშვეს

ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს 146 მოქალაქე არ შეუშვეს

892
დეპორტი

შსს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 3 თვეში საქართველოს 146 მოქალაქეს უარი უთხრეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლაზე. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საზღვრის გადაკვეთის უფლება საქართველოს აღნიშნულ მოქალაქეებს 28 მარტიდან 2 ივლისის ჩათვლით არ მიეცათ.

შსს-ში არ აკონკრეტებენ, რამდენმა ადამიანმა ისარგებლა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით და რამდენი ადამიანი დაბრუნდა ქვეყანაში 90-დღიანი წესების დაცვით.

საქართველო შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოსა და რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში შესვლა და იქ 90 დღით ყოფნა ვიზის გარეშე შეუძლიათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here