Home ახალი ამბები მსოფლიო “ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ მოლდოვაში ბანდიტები მოსამართლეებს ემუქრებიან”

“ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ მოლდოვაში ბანდიტები მოსამართლეებს ემუქრებიან”

2362
“ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ მოლდოვაში ბანდიტები მოსამართლეებს ემუქრებიან”

მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა ყოველკვირეული ვიდეოპლატფორმისპრეზიდენტი უპასუხებსფარგლებში ილაპარაკა, მოლდოვის მართლმსაჯულებისგან აშშში გაქცეული დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი, ფინანსურ და პოლიტიკურ დანაშაულებში ბრალდებული ვლადიმერ პლახოტნიუკი თუ როგორ ზემოქმედებს პროკურორებსა და მოსამართლეებზე.

“პლახოტნიუკმა მოისყიდა დეპუტატები, რათა დაშალოს საპარლამენტო უმრავლესობა და მოიპოვოს გავლენა მოსამართლეებსა და პროკურორებზე. მისი მისიაა, დაანახვოს მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა აღარ არსებობს და შეუძლია ხელისუფლებაში დაბრუნება”, _ განაცხადა სახელმწიფო მეთაურმა.

იგორ დოდონის თქმით, ევროკავშირისა და აშშ-ის კიშინიოვში აკრედიტებული ელჩები “ისეთ სახეს იღებენ, თითქოს ამას ვერ ამჩნევენ”. მანვე აღნიშნა, რომ ასე სურთ “ბანდიტებსა და მაფიოზებს” ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის გამოწვევა. “პლახოტნიუკი პირადად ურეკავს დეპუტატებს, _ ამტკიცებს დოდონი, _ და ეუბნება, რომ მოლაპარაკებულია მაიასთან (მაია სანდუ _ პარტია “მოქმედება და სოლიდარობის” ლიდერი, ექსპრემიერი), მოლაპარაკებულია აშშ-ის ელჩთან და ყველაფერი რიგზე იქნება”.

დოდონმა ყველას შეახსენა, რომ სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა პროკურორების 6-დან 5 მოთხოვნა პლახოტნიუკის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე. ამის გამო მან ელჩებს მიმართა კითხვით, რატომ აკრიტიკებენ მოლდოვის ხელისუფლებას და ვერ ამჩნევენ, რა ხდება სასამართლო სისტემაში აშშ-ში გაქცეული ოლიგარქის ზემოქმედების გამო.

“ბატონო ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებო, რატომ ამის გამო არ ატეხეთ ხმაური? ამბობთ, რომ ხელისუფლება რაღაცას ისე არ აკეთებს, როგორც საჭიროა, თუმცა ვერ ამჩნევთ, რომ ამით ბანდიტები არიან დაკავებულნი. პროკურორებსა და მოსამართლეებს ეშინიათ, ისინი მთხოვენ, მათთვის დაცვა უზრუნველვყო. მათ ეუბნებიან: “შენ ხვალ ან აიღებ 500 ათასს და გადაწყვეტილებას პლახოტნიუკის სასარგებლოდ გამოიტან, ან კისერს მოგტეხთ. აი რა ხდება მოლდოვის იუსტიციაში”, _ თქვა დოდონმა.

მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here