Home ახალი ამბები მსოფლიო გუაიდომ საფრანგეთის საელჩოს შეაფარა თავი

გუაიდომ საფრანგეთის საელჩოს შეაფარა თავი

1591
გუაიდომ საფრანგეთის საელჩოს შეაფარა თავი

ვენესუელის ხელისუფლება ელოდება, რომ საფრანგეთი გადასცემს ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს, რომელიც ვენესუელის მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების მიზნით საფრანგეთის საელჩოში იმალება.

“ვიმედოვნებთ, რომ ეს ქვეყნები იმოქმედებენ სათანადოდ, დაიცავენ ვენესუელის კანონებს და გაქცეულს ვენესუელის მართლმსაჯულებას გადასცემენ”, _ განაცხადა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხორხე არეასმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გუაიდო მონაწილეობდა ოპერაცია “გედეონში”, რომლის მიზანიც იყო ვენესუელაში ზღვიდან შეჭრა და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მკვლელობა, მაგრამ ოპერაცია რომელშიც ამერიკელებიც მონაწილეობდნენ, კრახით დასრულდა.

არეასი სიტყვებში “ეს ქვეყნები”, საფრანგეთის გარდა, გულისხმობდა ესპანეთის საელჩოსაც, რომელსაც თავი შეაფარა ლეოპოლდო ლოპესმა _ ოპერაცია “გედეონის” ინიციატორმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here