Home ახალი ამბები მსოფლიო “გონებაჩლუნგია” _ ასანჟმა ტერეზა მეის დიაგნოზი დაუსვა

“გონებაჩლუნგია” _ ასანჟმა ტერეზა მეის დიაგნოზი დაუსვა

2312
ჯულიან ასანჟი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი უკიდურესად ნეგატიურად მოიქცა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეზე, განაცხადა “ვიკილიქსის” მთავარმა რედაქტორმა ჯულიან ასანჟმა.

ასანჟმა აღნიშნა, რომ მეი ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება. დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის 23 დიპლომატის გაძევების საპასუხოდ რუსეთი უეჭველად განახორციელებს ადეკვატურ ღონისძიებებს. “დამავიწყდა, მეთქვა, რომ მეი ნამდვილი გონებაჩლუნგია”, _ დაასკვნა “ვიკილიქსის” დამფუძნებელმა.

რუსეთმა არ დააყოვნა საპასუხო ღონისძიების განხორციელება: ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში მომუშავე 23 ბრიტანელ დეპუტატს სთხოვა, ერთი კვირის ვადაში დატოვონ რუსეთი.

ამასთანავე, რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთმა გაიწვია თანხმობა პეტერბურგში დიდი ბრიტანეთის გენერალური საკონსულოს გახსნის შესახებ.

ბრიტანელი მინისტრების რეაგირება მეის პოზიციაზე ასანჟის მოურიდებელი შეფასების ადეკვატური იყო (მეი გონებაჩლუნგიაო): მაგალითად, გადაწყვეტილება ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის მინისტრებისა და სხვა მაღალჩინოსნების ჩაუსვლელობის შესახებ, ან საგარეო საქმეთა ოდიოზურ მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადება, რომ რუსეთის არმიის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის _ სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში პირადად ვლადიმერ პუტინის ხელი ურევია.

ხოლო დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ გევინ უილიამსონის უზრდელური განცხადება, რუსეთმა ხმა უნდა ჩაიწყვიტოსო, სერგეი ლავროვმა ახსნა ამ ჩინოსნის გაუნათლებლობით, რომელიც მინისტრობამდე ბუხრების გამყიდველად მუშაობდა და მოვლენათა განვითარების ტალღამ მინისტრის სავარძელში შეაგდო.

“დეილი ტელეგრაფის” მიხედვით, მომწამლავი ნივთიერება “ნოვიჩოკი”, რომლითაც სკრიპალები კომაში ჩააგდეს, შვილს მოსკოვის აეროპორტში ფარულად ჩაუდეს. ამ ვერსიის სრულ აბსურდულობაზე მიუთითებენ ექსპერტები, რომლებიც ამბობენ: ასე რომ ყოფილიყო, თვითმფრინავი საერთოდ ვერ ჩაფრინდებოდა დანიშნულების ადგილამდეო, რადგან მგზავრები და ეკიპაჟის წევრები გზაშივე დაიღუპებოდნენ ამ ნივთიერებისგან გავრცელებული რადიაციის გამო.

ამას გარდა, პოლიციელები, რომლებმაც “მოწამლულები” იპოვეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაურჩებოდნენ სიკვდილს, თუ სპეციალური დამცავი საშუალებებით (ტანსაცმლით) იქნებოდნენ აღჭურვილნი, მაგრამ ასეთი რამ, გავრცელებული ინფორმაციით, არ ყოფილა: ამგვარად დაცული პოლიციელები სოლსბერის ქუჩებში 4 მარტს არავის შეუმჩნევია, არც იმ დღეს, არც შემდგომ დღეებში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი სწორედ 4 მარტს იპოვეს “ბაღის კიდეზე”, სოლსბერიში (სკრიპალმა თავშესაფარი ინგლისში მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა და აშშ-მა 2010 წელს გაცვალეს დაკავებული მზვერავები).

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით (რომლისადმი სოლიდარობა გამოთქვეს აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებმა), სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლულები არიან რუსეთში წარმოებული ნერვების დამბლის გამომწვევი ნივთიერებით, რომლის სახელწოდებაა “ნოვიჩოკი”.

გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის კომისიის ყოფილმა წევრმა, სამხედრო ექსპერტმა იგორ ნიკულინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ნოვიჩოკის” მარაგი, რომელიც უზბეკეთის ტერიტორიაზე ინახებოდა, 1990-იან წლებში სრულად განადგურდა უცხოელი ექსპერტების თანდასწრებით. ეს პროცესი პენტაგონის სახსრებით განხორციელდა, მისი წარმოებისთვის საჭირო აპარატურა კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიტანეს. “ნოვიჩოკი” პირობითი დასახელებაა რიგი საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებებისა, რომლებსაც 80-იან წლებში საბჭოთა კავშირში ამზადებდნენ.

“მედიაში, მათ შორის “ნიუ იორკ ტაიმსში” გამოქვეყნებული წერილით, მიჩნეულია, რომ ამ საქმით დაკავებული იყვნენ აშშ-ის არმიის ქიმიური ჯარების სამხედრო მოსამსახურეები. ამაზე 4 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ეს მოხდა სადღაც 1990-იან წლებში. ასეთი ინფორმაცია არსებობს”, _ განაცხადა ნიკულინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ბრალდებები, ხოლო რუსეთის საელჩომ ფორინ-ოფისს გაუგზავნა ნოტა სოლსბერიში მომხდარი ფაქტის ერთობლივად გამოძიების მოთხოვნით. მეიმ, ფაქტობრივად, უგულებელყო ეს მოთხოვნა.

სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის მხარე უარყოფს სკრიპალის მოწამვლასთან კავშირს, ბრალდებები “სრული უაზრობაა”. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ფედერაციამ მოითხოვა, გამოძიების მიაწოდონ მასალები, მაგრამ ლონდონმა უარი თქვა გაურკვეველი მიზეზებით. რუსეთი მზად არის, ითანამშრომლოს დიდ ბრიტანეთთან, თუ ლონდონი დაიცავს ამგვარი შემთხვევებისთვის დადგენილ ყველა პროცედურას, რომლებიც ჩაწერილია ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here