Home ახალი ამბები “გერმანიაში, ერთ-ერთ ლტოლვილთა ბანაკში, სადაც ქართველები არიან, კრიმინალური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა” –...

“გერმანიაში, ერთ-ერთ ლტოლვილთა ბანაკში, სადაც ქართველები არიან, კრიმინალური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა” – მთავრობა უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს

3391

გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობა, საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს.

ამის შესახებ ინფორმაციას, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანია WDR ავრცელებს.

გამოცემა, პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს რომ, რეგიონში დანაშაულის სტატისტიკა მკვეთრად გაზრდილია. ამ რეგიონში კი ლტოლვილტა ბანაკებში გაურკვეველი პერსპექტივის ბევრი ლტოლვილი ცხოვრობს, მათ შორის არიან ლტოლვილები საქართველოდან.

რეგიონის მთავრობა აღნიშნულის მიზეზად, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას ასახელებს და მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ბავშვთა, ოჯახის, ლტოლვილთა და ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების კამპანია უკვე წამოიწყო.

WDR-ის განმარტებით, საქართველოდან ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიაში ჩადის სულ უფრო მეტი თავშესაფრის მაძიებელი, მიუხედავად იმისა, რომ მათ გერმანიაში დარჩენის მინიმალური შანსები აქვთ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here