მსოფლიოში ერთ–ერთი გავლენიანი გლობალისტური ორგანიზაცია _ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), რომელიც დღეს 200-მდე ქვეყანაში ახორციელებს სხვადასხვა ნეოლიბერალურ პროგრამასა თუ სოციალურ პროექტს, უახლოეს მომავალში რამდენიმე შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის სწრაფ გავრცელებას უზრუნველყოფს.
როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ცნობაშია აღნიშნული, ფონდის ხელმძღვანელობა ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმის (COVAX Facility) სახელით უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს მწარმოებლებთან ვაქცინის პირველი დოზების შესყიდვაზე, ტრანსპორტირებაზე, ლოჯისტიკასა და შენახვის საკითხებზე. მეტიც, საჭიროების შემთხვევაში, იგი მზად არის, გამოყოს დამატებითი თანხები, რათა პრეპარატის მიწოდება და გავრცელება ყველა (განვითარებად) ქვეყანაში დროულად მოხდეს: “ვაქცინით უზრუნველყოფისკენ მიმართულ ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაში გაეროს ბავშვთა ფონდი იყენებს ვაქცინით მომარაგების უნიკალურ შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოს ყველა ქვეყნისთვის უსაფრთხო, სწრაფი და თანაბარი წვდომა ვაქცინის დოზების პირველ პარტიაზე, როდესაც ის გახდება ხელმისაწვდომი”, _ განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰენრიეტა ფორმა.
ცნობაში, აგრეთვე, აღნიშნულია, რომ ფონდი ვაქცინით უზრუნველყოფის პროცესს განახორციელებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალურ ალიანსთან (Gavi), ეპიდემიებისადმი მზადყოფნისა და ინოვაციების ინიციატივასთან (CEPI), ჯანმრთელობის პანამერიკულ ორგანიზაციასთან (PAHO), მსოფლიო ბანკთან, ბილ და მელინდა გეითსების ფონდსა და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით… კონკრეტული თარიღი, თუ როდის მოხდება ვაქცინის პირველი პარტიის გავრცელება, ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის: გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელობა კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელების დღიდან ამბობდა, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომელიც არაერთ ქვეყანაში მოსახლეობის უნდობლობასა და ეჭვებს აჩენს, ყველანაირად ხელს შეუწყობდა. ამ პროცესის ფარგლებში მათ უკვე განახორციელეს არაერთი საინფორმაციო კამპანია, რომლებიც ასობით მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა და რომლის მიზანიც ადამიანების დარწმუნება იყო ვაქცინაციის აუცილებლობაში, თუმცა, მიუხედავად პროპაგანდისტული კამპანიისა, უნდობლობამ კიდევ უფრო მოიმატა…
რა ვაქცინებს შემოიტანს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით ბავშვის უფლებათა კოდექსის ინიციატორი ორგანიზაცია საქართველოში, რა დგას ამ ყველაფრის მიღმა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს საეჭვო ვაქცინაციას _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).
_ მამაო, ამას წინათ გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მასშტაბურ გავრცელებას სწორედ ეს ორგანიზაცია უზრუნველყოფს. ფონდი ასობით მილიონ დოლარს გამოყოფს იმისთვის, რომ შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებს, როგორიც არის საქართველო, ეს “პრეპარატი სწრაფად და დროულად მიეწოდოს”. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. რა ვაქცინებზეა საუბარი, როგორ შეიძლება იმ საფრთხის (თუ საფრთხეს შეიცავს ან შეიძლება შეიცავდეს) თავიდან აცილება, რომელსაც აღნიშნული პროცესი გამოიწვევს?
_ დავიწყოთ იმით, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი თავისი მიზნებით, ამოცანებით, არსითა თუ იდეოლოგიით საკმაოდ აგრესიული ორგანიზაციაა, რომელიც ბოლო პერიოდში დაუფარავად ახორციელებს სოციალურ რეპრესიებს ოჯახებზე. ამას ადასტურებს არაერთი სტატისტიკური მონაცემი. მათ უკვე ათასობით ოჯახს წაართვეს ბავშვი იმ მოტივით, რომ თურმე ამ ბავშვებს სათანადო პირობები არ ჰქონდათ. ათასობით მოზარდი მიაშვილეს ერთი და იმავე სქესის პირთა ოჯახებს _ ტრანსგენდერებს, ჰომოსექსუალებს და ა.შ. რაც შეეხება ე.წ. ვაქცინას, ჯერ ერთი, არანაირი ვაქცინა არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს, იმიტომ, რომ არანაირი კლინიკური ცდები ჯერ არ ჩაუტარებიათ. როგორც ჩანს, აქ საუბარია რაღაც ახალ პრეპარატზე, რომლის გამოცდასაც აპირებენ ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებში, რომლებსაც ისინი დაბალშემოსავლიან ქვეყნებად იხსენიებენ; და მათ შორის, რა თქმა უნდა, განიხილება საქართველოც. აი, ამისთვისაა მოწადინებული მთელი ეს ფონდები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა შორისაც არის მსოფლიო ბანკი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსი, სავალუტო ფონდი, ბილ და მელინდა გეითსების ფონდი და ა.შ. მხოლოდ ამ ორგანიზაციების დასახელებაა საკმარისი იმისთვის, რომ ეჭვები გაჩნდეს. რეალურად ეს არის მსოფლიო გლობალისტური მაფია, რომელიც სათავეში უდგას დედამიწის ნებისმიერ წერტილში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებს, იქნება ეს ე.წ. ფერადი რევოლუციები, კულტურული, იდეოლოგიური გარდაქმნები, მათ მიერ მართული პოლიტიკური კლასის ფორმირება თუ სხვა. სხვათა შორის, თავის დროზე, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის გამო ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპებოდა, ბილ გეითსმა განაცხადა, რომ ვაქცინა შეიძლება მალე იყოს, მაგრამ ის იაფი არ იქნება. ანუ, მან ხაზგასმით განაცხადა, რომ პრეპარატი ძვირი ეღირებოდა. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა _ ხალხი, რომელიც უმიზნოდ ცენტსაც არ ხარჯავს და კარგავს, რატომაა ასე ძალიან დაინტერესებული დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ვაქცინის გასავრცელებლად ასობით მილიონი დოლარი დახარჯოს?
_ მათი განმარტებით, ეს ქველმოქმედებაა განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომლებსაც საკმარისი ფინანსები არ აქვთ პანდემიასთან საბრძოლველად. ეს არარეალურია?
_ ეს ისეთი იაფფასიანი ბლეფია, რომ მას, ალბათ, ბავშვიც არ დაიჯერებს. მათ ჩვენისთანა ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა რომ ადარდებდეთ, ადგებოდნენ და პირდაპირ ინვესტიციებს განახორციელებდნენ აქ წარმოების განვითარების მიზნით. დავუბრუნდეთ ისევ ვაქცინას და გაეროს ბავშვთა ფონდის ვითომ კეთილშობილურ მცდელობას. უწინარესად, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ამ ორგანიზაციამ, ისევე როგორც მთლიანად გაერომ, თავისი შესაძლებლობები ამოწურა. ამის დადასტურებაა თუნდაც ის, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო გარკვეული მოკვლევა გაეროს საქმიანობაზე. არაფერს ვამბობ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე. სხვათა შორის, არაოფიციალური მონაცემებით, ამერიკაში ყოველწლიურად 200-დან 400 ათასამდე ბავშვი იკარგება უგზო–უკვლოდ; და, თუ არ ვცდები, ტრამპმა პირობაც დადო, რომ მომავალ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი ძალისხმევა მიმართული იქნება ამ შავ–ბნელი საქმის გამოძიებისკენ…
_ ვაქცინაციისა და გაეროს მიერ “ბავშვთა უფლებების” დაცვის თემა შეიძლება გარკვეულ დანაშაულებრივ საქმიანობასთან იყოს დაკავშირებული?
_ ძნელია, კონკრეტული ფაქტების გარეშე მტკიცებით ფორმაში საუბარი, მაგრამ, თუ ადამიანს ოდნავ მაინც გონება უმუშავებს, ხვდება, რომ ასეულობით მილიონებს ჰაერში არავინ გაისვრის… ონკოპაციენტებს აღარ უფინანსებენ მკურნალობას და ყოველწლიურად მსოფლიოში მილიონობით ადამიანი კვდება უსახსრობის გამო, ვინ დაიჯერებს იმას, რომ რაღაც ვაქცინას უფასოდ გთავაზობენ?! ეს არის ჩვეულებრივი პრეპარატი, რომელიც ე.წ. მესამე სამყაროში უნდა გამოსცადონ. სხვათა შორის, გახსოვთ, ალბათ, თავის დროზე ჰეპატიტის უფასო პროგრამაზე ატყდა ერთი ამბავი… აი, როგორც მაშინ გამოიყენეს ეს ქვეყანა და კიდევ უამრავი ჩვენისთანა გაჭირვებული სახელმწიფო საცდელად, ასე გამოგვიყენებენ ამჯერადაც; საქართველო იქნება ბიოპოლიგონი, რომელსაც ჯერ დააჩოქებენ პანდემიის მასშტაბებით, მერე კი გაეროს ხელით მიაწვდიან საცდელ ვაქცინას… ისე, თუ მათ მართლა ასე ძალიან აინტერესებთ ადამიანების ჯანმრთელობა და ღამე არ სძინავთ ვაქცინის გავრცელებაზე ფიქრით, დაახლოებით ორი თვის წინათ რუსებმა განაცხადეს, რომ უკვე შექმნეს ვაქცინა და, თუ არ ვცდები, რამდენიმე დიდმა სახელმწიფომ უკვე განაცხადა, რომ შეიძენს კიდეც. რატომ გაისუსნენ და არაფერს ამბობენ? ერთხელ გამოვიდა ამირან გამყრელიძე და თქვა, _ ამ პრეპარატს საერთაშორისო სამეცნიერო ლაბორატორიებში ცდები არ გაუვლიაო. გაერო რასაც გვთავაზობს, იმ პრეპარატმა გაიარა ცდები?! ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს ვაქცინა არ გამოიწვევს საშინელ უკუშედეგს და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება, პირველ რიგში _ ბავშვებისას, გაეროს ბავშვთა ფონდი ხომ უპირველესად ბავშვების ვაქცინაციას დაიწყებს?
_ მოგვწონს თუ არა, ფაქტია, რომ კოვიდ-19-ით მსოფლიო თავზარდაცემულია და უამრავი ადამიანი, მათ შორის საქართველოშიც, იმედით ელოდება ახალ ვაქცინას. რა ფორმით შეიძლება საზოგადოების გათვითცნობიერება იმ კუთხით, რომ პირველივე საცდელ ვაქცინას არ ენდოს და კრიტიკულად შეხედოს ამ ყველაფერს?
_ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი ვაქცინა, რომელსაც ყოველგვარი ცდებისა და შესაბამისი შესწავლის გარეშე უფასოდ გვთავაზობენ, არის მსოფლიო გლობალისტური მაფიის მიერ დაგეგმილი ბიოექსპერიმენტის ნაწილი, რომლისთვისაც გვიყენებენ ჩვენ და ჩვენს მომავალ თაობას. ამას შეიძლება მოჰყვეს მსხვერპლი, ამიტომ მივმართავ ყველას: ნუ ენდობით ბრმად ასეთ საეჭო ვაქცინებს. რამდენიმე თვის წინათ ჩვენ გვზაფრავდნენ იმით, რომ სააღდგომო წირვას თუ დავესწრებოდით, კუბოებს ვერ დავითვლიდით. გახსოვთ, ალბათ, ის განცხადება, რომელიც აღდგომამდე ორი თუ სამი დღით ადრე გაკეთდა, ახლა, ამ წინასაარჩევნო პერიოდში, ცალკე ნაციონალები და ცალკე “ოცნება” შეხვედრებს შეხვედრებზე რომ აწყობენ ამომრჩევლებთან, ეს როგორაა?! მაშინ თუ საშიში იყო ხალხის თავშეყრა, დღეს, როცა ყოველდღიურად 100 და 150 ადამიანი ავადდება ვირუსით, არ არის საშიში?! ეკლესიები დახურეთ და წირვას ნუ ჩაატარებთო, გვეუბნებოდნენ; ამას წინათ “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წარდგენაზე ასობით ადამიანი იმყოფებოდა, არ იყო საშიში?! კარგი, ვთქვათ, იქ რაღაც დისტანცია დაიცვეს, მაგრამ, რეგიონებში დახურულ სივრცეებში რომ იმართება შეხვედრები, ვინ აკონტროლებს?! ვინ აკონტროლებს თითოეულ ქალაქს ან სოფელს?! ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მათ ხალხის უსაფრთხოება კი არ ადარდებთ, მხოლოდ თავიანთი პოლიტიკური კეთილდღეობა აინტერესებთ. ამისთვის ყველაფერზე წავლენ, მათ შორის ადამიანების სიცოცხლესაც საფრთხეში ჩააგდებენ. აი, ამ რეალობის წინაშეა დღეს ქართველი ხალხი და ამიტომ არ უნდა ენდოს თუნდაც მათ მიერ შემოტანილ ვაქცინას…
_ და თუ ვაქცინაცია სავალდებულო იქნება?
_ მაშინ, რა თქმა უნდა, ისღა დაგვრჩენია, დიდი და პატარა ფეხზე დავდგეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო, ამ უბედურების ფონზე, შესაძლოა, კიდევ ერთხელ გახდეს საცდელი ლაბორატორია, რომელიც ნამდვილად იქნება სასიკვდილო დარტყმა ამ ისედაც გაჩანაგებული ქვეყნისთვის…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია
simartles ambobt, mamao. getanxmebit. magram xalxi dachoqebuli nebsit tu unebliet( orive varianshi dachoqebuli da tavs iqit titqmis dzala agar aris) tu eklesiam ar amoigo xma, da ar gaavrcela sagi azri movlenebze, aaperi ar gamova. me pirada ar vendobi aranair vaqcinas. isedac gamovkjanmrteldit sami adamiani ojaxidan.