Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკას გერმანიიდან თავისი ჯარები გაჰყავს

ამერიკას გერმანიიდან თავისი ჯარები გაჰყავს

2382
ჯარისკაცები

29 ივნისს გაზეთმავაშინგტონ პოსტმაგამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია, რომელშიც თითქმის სენსაციურ ამბავზე მოგვითხრობს. აღმოჩნდა, რომ ამერიკის თავდაცვის უწყებამ დაიწყო გერმანიიდან ჯარების გამოყვანის გეგმების შედგენა და საამისო ფინანსური გაანგარიშებების წარმოება.

საგულისხმოა, რომ პენტაგონის ოფიციალური პირები ამ ფაქტს კი არ უარყოფენ, არამედ მოვლენათა განვითარების სხვადასხვა ვარიანტზე საუბრობენ.

ცნობილია, რომ ტრამპი ევროპას და მათ შორის, გერმანიასაც, სამხედრო ხარჯების გაზრდას სთხოვს, რომელიც ნატოს ბიუჯეტში უნდა წავიდეს. გინდათ, ამერიკამ დაგიცვათ? ამაში ფული გადაიხადეთ! – ეს ტრამპის ჯერ კიდევ წინასაარჩევნო ლოზუნგია და ის ასრულებს თავის დაპირებას. ნატოს შეიარაღებაც და სამეთაურო-სახელმძღვანელო კადრებიც 80%-ით ამერიკულია და ამდენად, ტრამპის მოთხოვნა გასაგებია _ გაზრდილი სამხედრო ხარჯები, უპირველესად, ამერიკულ კომპანიებსა და ამერიკელ სახელმწიფო მოხელეებს მოუტანს მოგებას.

გერმანია კი სხვაგვარად ფიქრობს – ის უარზეა, გაზარდოს შენატანები ნატოს ბიუჯეტში. სამხედრო ხარჯებს კი გაზრდის, მაგრამ ამ ფულს, პირველ რიგში, საკუთარი წარმოების სამხედრო ინვენტარისა და ტექნიკის განახლებაზე ფიქრობს, რომ დახარჯოს, ამერიკელებს ამ ფულიდან არაფერი არ შეხვდებათ.

ამას გარდა, გერმანია მის ტერიტორიაზე განლაგებული ამერიკის სამხედრო კონტინგენტის შესანახად მხოლოდ მესამედს ხარჯავს და ისიც ნატურით – ისევ და ისევ საამისოდ საჭირო ფულს სათავისოდ ხარჯავს და ამერიკელებს არაფერს არ აძლევს.

გერმანიას არც ევროკავშირი ჩამორჩა და, ნატოს ბიუჯეტის გაზრდის ნაცვლად, საკუთარი, ნატოსგან სრულიად დამოუკიდებელი შეიარაღებული ძალების ფორმირებაზე დაიწყო საუბარი. ასეთი სამხედრო ძალების შექმნა რომ თითქმის დაუძლეველი თავის ტკივილია ევროპისთვის, ეს ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ გადაუჭრელი პრობლემები აშშ-ნატო-ევროკავშირს შორის რომ სულ უფრო ღმავდება, ესეც აშკარაა.

ითხოვს, მაგრამ ვერ იღებს. პენტაგონმა დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეინარჩუნოს სახე და გერმანიაში განთავსებული თავისი ბაზისთვის ახალი დისლოკაციის ადგილს ეძებს. აუღო რა ალღო შექმნილ სიტუაციას, პოლონეთმა ამერიკას შესთავაზა, მათთან განათავსოს სამხედრო ბაზა. პოლონელების გათვლა მარტივია: ბაზის შესანახი უზარმაზარი თანხა, გერმანიის ნაცვლად, ახლა პოლონეთში დაიხარჯებოდა. პოლონელებს ხელს აძლევს ეს ვარიანტი, მაგრამ ამერიკელებს უნდათ ფული, ამიტომ პოლონეთს უარი უთხრეს. პენტაგონმაც დაიწყო გერმანიიდან ჯარების გაყვანის ტექნიკური და ფინანსური გაანგარიშება.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ, როცა სამხედრო ბაზების შექმნაზე ან გაყვანაზეა საუბარი, იქ ფინანსები მხოლოდ ტექნიკური საკითხია, მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებებია. სამხედრო ბაზა წარმოადგენს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების რეალიზაციის ძალისმიერი უზრუნველყოფის ინსტრუმენტს და, თუ არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, საამისო ფულიც მოიძებნება. ამიტომ, როცა პენტაგონი ლაპარაკობს გერმანიიდან (და მაშასადამე, ევროპიდან) სამხედრო ბაზების გაყვანაზე, ამას პოლიტიკური გადაწყვეტილება უდევს საფუძვლად. ამერიკელების გადაწყვეტილება _ წავიდეს ევროპიდან, მოასწავებს იმას, რომ ძველი მსოფლიო და ძველი წესრიგი აღარ იარსებებს; მსოფლიო გამალებული იცვლება, საქართველოს ხელისუფლება კი ისევ წარსულშია ჩარჩენილი, ისევ ნატო-ამერიკა-ევროკავშირს გაიძახის და ისევ ანაქრონიზმად ქცეული შაბლონებით ცხოვრობს და აზროვნებს. ამაზე ჩვენი გაზეთი ხშირად წერს.

მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო iarex.ru-ს მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here