Home ახალი ამბები მსოფლიო ათენი ცეცხლის ალყაშია, დაღუპულია 50-ზე მეტი ადამიანი

ათენი ცეცხლის ალყაშია, დაღუპულია 50-ზე მეტი ადამიანი

1251
ათენი

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50- აჭარბებს; დაშავდა 200 –ზე მეტი ადამიანი, მათ შორის მეხანძრეები. გრძელდება უგზოუკვლოდ დაკარგულთა ძებნა, მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. ცეცხლი ათენამდე არ მისულა, მაგრამ ქალაქში ძლიერი დაკვამლიანებაა.

კინეტასტან ახლოს, გერანიის მთაზე ფიჭვნარი იწვის. ცეცხლის ჩასაქრობად ათამდე სამაშველო ვერტმფრენი მუშაობს. საბერძნეთში მომდევნო დღეებში 40 გრადუსამდე ტემპერატურაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო ზრდის ხანძრის ახალი კერების გაჩენის საფრთხეს. საბერძნეთის ხელისუფლებამ ხანძართან საბრძოლველად ევროპის სახელმწიფოებს დახმარების თხოვნით მიმართა. მათ უკვე იტალიის, გერმანიისა და პოლონეთის ხელისუფლებები გამოეხმაურნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here