Home ახალი ამბები საქართველო აზერბაიჯანელებმა დავითგარეჯას დროშებით შემოუარეს

აზერბაიჯანელებმა დავითგარეჯას დროშებით შემოუარეს

1512
აზერბაიჯანელებმა დავითგარეჯას დროშებით შემოუარეს

საპასუხოდ ქართველთა აქციისა, რომლებმაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების  მიერ დავითგარჯის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელების ჩაკეტვა გააპროტესტეს და სამონასტრო კომპლექსის აზრებაიჯანულ უბანს ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს. აზრებაიჯანული დასახლება გაზახის ერთერთი სკოლის მოსწავლეთა ჯგუფმა სამონასტრო კომპლექსს (კეშიკჩიდაგი _ ასე ეძახიან აზერბაიჯელები დავითგარეჯას) აზერბაიჯანის დროშებით შემოუარა.

დავითგარეჯას პრობლემის კომენტირებისას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ლეილა აბდულაევამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის მომხრე იყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სასწრაფოდ დელიმიტაციისა.

“აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი წყდება ორმხრივი ფორმატის ჩარჩოებში, ასეთ საკითხებზე შეთანხმების საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე. აზერბაიჯანი ყოველთვის მომხრე იყო აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის სასწრაფო დელიმიტაციისა. აზერბაიჯანი მზად არის, უახლოეს ხანში დაასრულოს ეს პროიცესი”, _ განაცხადა ლეილა აბდულაევამ.

აზერბაიჯანული გამოცემა hagqqin.azის

მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here