მთავარი მსოფლიო შვეიცარიელები ფანტასტიკურ საცავს აშენებენ მდიდრებისთვის

შვეიცარიელები ფანტასტიკურ საცავს აშენებენ მდიდრებისთვის

707
გააზიარეთ
შვეიცარიელები ფანტასტიკურ საცავს აშენებენ მდიდრებისთვის

შვეიცარიის ალპებში, მთა ბრიუნიგის სიღრმეში, შვეიცარიული კომპანია გიგანტურ საცავს (სეიფს) ააშენებს მდიდრებისთვის. დიდძალი ფულის გადახდის შემდეგ აქ შეიძლება შეინახოთ ნებისმიერი ფასეულობა _ ბრილიანტებით დაწყებული, საკოლექციო ავტომობილებით დამთავრებული. ისინი საიმედოდ იქნება დაცული მთის სიღრმეში.

შვეიცარია ყოველთვის იყო მსოფლიო ბანკი _ ადგილი, სადაც მდიდრები ინახავენ თავინთ ქონებას, მაგრამ ახლა შვეიცარიელებს ახალ დონეზე აჰყავთ ბანკების უსაფრთხოება. ისინი მდიდრებს სთავაზობენ ქონების საიმედოდ შენახვას ალპებში. სეიფი-საცავი, რომლის გეგმაც ახლახან წარუდგინეს საზოგადოებას, განლაგდება ლიუცერნთან ახლოს, მთა ბრიუნიგის შიგნით. მსურველები ნახევარ მილიონ დოლარად მიიღებენ სეიფის გიგანტურ ნაკვეთურს, რომელშიც შეინახავენ ყველაფერს _ დოკუმენტებს, ძვირფასეულობას, ხელოვნების ნაწარმოებებსა და ავტომობილებსაც კი. გიგანტური სეიფის მშენებლობა, რომელიც 7,5 მლნ დაჯდება, 2021 წელს დაიწყება.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here