Home ახალი ამბები საქართველო უკრაინა შოკშია: იტალიაში აჩვენეს ფილმი, რომელშიც სნაიპერები აღიარებენ, რომ მაიდანზე ადამიანებს კლავდნენ

უკრაინა შოკშია: იტალიაში აჩვენეს ფილმი, რომელშიც სნაიპერები აღიარებენ, რომ მაიდანზე ადამიანებს კლავდნენ

12494
კობა ნერგაძე

ერთერთმა იტალიურმა ტელეარხმა ეთერში გაუშვა ჟურნალისტ ჯან მიკალესინის დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ქართველი სამხედროები, სნაიპერები აღიარებენ, რომ 2014 წელს კიევში, .. ევრომაიდნის მიმდინარეობისას ადამიანებს კლავდნენ, რათა გამოეწვიათ ქაოსი და დაემხოთ კანონიერი ხელისუფლება. დოკუმენტური ფილმის სახელწოდებააუკრაინა, დამალული ჭეშმარიტება”.

კადრი ფილმიდან
კადრი ფილმიდან

ამ ფილმის ტრანსლირებას დიდი ყურადღება დაუთმეს სოციალური ქსელების მომხმარებლებმა.

“იტალიაში აჩვენეს ფილმი მონანიე სნაიპერებზე, რომლებიც ადამიანებს კლავდნენ კიევში, მაიდანზე.

 

კადრი ფილმიდან
კადრი ფილმიდან

უკრაინელისა და ამერიკელის ხელმძღვანელობით ორი ქართველი და ორი ლიტველი. არანაირი იანუკოვიჩი.

ყველაფერი ეს კეთდებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის მფარველობით იმ “დემოკრატი ოპოზიციონერების მიერ, რომლებმაც უკრაინაში ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს”, _ წერს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო საბჭოს დეპუტატი ვლადიმერ ბერდიჩევსკი, რომელიც ფილმის გადამღებ იტალიელ ჟურნალისტ ჯან მიკალესინს იმოწმებს.

კადრი ფილმიდან
კადრი ფილმიდან

“სნაიპერები აღიარებენ: დემონსტრანტებს ესროდნენ არა უკრაინის პრეზიდენტ იანუკოვიჩის მომხრეები, არამედ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციის ლიდერები”, _ წერს იტალიელი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here