Home სხვადასხვა დაიჯესტი როგორ ამზადებდა უკრაინა ომს

როგორ ამზადებდა უკრაინა ომს

457

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა სპეცოპერაციამ ჩაშალა უკრაინის შეიარაღებული ძალების ფართო მასშტაბიანი შეტევა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებზე. უკრაინელი ნაციონალისტები ამ შეტევისთვის დიდი ხნის განმავლობაში რომ ემზადებოდნენ, მოწმობს მათი გამონათქვამები:

* “ჩვენ გვექნება სამუშაო, მათ _ არა, ჩვენ გვექნება პენსიები, მათ _არა, ჩვენ გვექნება ადამიანების, ბავშვებისა და პენსიონერების მხარდაჭერა, მათი ბავშვები ისხდებიან სარდაფებში, იმიტომ, რომ მათ არაფრის კეთება არ იციან. აი ასე, სახელდობრ, ასე მოვიგებთ ამ ომს”, _ ამბობდა უკრაინის იმჟამინდელი პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო ოდესაში 2014 წლის 27 ოქტომბერს.

* ალექსანდრე არესტოვიჩი _ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, 2021 წლის 25 თებერვალი: პუტინი მივა იქამდე, რომ მოკლე ხანში უკრაინული რაკეტები მიმართული იქნება მოსკოვისკენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ ვმუშაობთ სარაკეტო პროგრამაზე. ჩვენს ოპერატიულტაქტიკური დონის რაკეტებს შეუძლია, მოსკოვამდე მიაღწიოს”.

* ალექსეი რეზნიკოვი _ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, 2021 წლის 5 დეკემბერი: უკრაინის არმია 400 ათასზე მეტი საბრძოლო მოქმედების ვეტერანით ერთერთი უძლიერესია ევროპის სახმელეთო არმიებს შორის”.

* უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი უკრაინისთვის ატომური სტატუსის დაბრუნების შესახებ, 2022 წლის 19 თებერვალი: “კონსულტაციების მოწვევა დაევალა საგარეო საქმეთა მინისტრს. თუ ის კვლავ არ გაიმართება ან მისი შედეგების მიხედვით არ იქნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები, უკრაინას სრული უფლება ექნება, ჩათვალოს, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მუშაობს, და 1994 წლის გადაწყვეტილებები ეჭვქვეშ დადგება”.

აი კიდევ ციტატები რამდენიმე ადამიანისა, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებას წარმოადგენენ:

* დიმიტრი კორჩინსკი _ პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე: ჩვენ დონბასი ცხოვრებისთვის გამოუსადეგარ ადგილად უნდა ვაქციოთ”.

* ბორისლავ ბერეზა _ უზენაესი რადას დეპუტატი: ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, ვიყოთ ფაშისტები, თუ საჭირო იქნება _ ყველას დავწვავთ”.

* იულია ტიმოშენკო _ უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი, უზენაესი რადის დეპუტატი: ფეხზე დავაყენებ მსოფლიოს, რათა ამ რუსეთისგან გადამწვარი ველიც კი არ დარჩეს, უკრაინაში დარჩენილი რუსები უნდა დაიხვრიტონ მტრული იარაღით”.

* გენადი ბალაშოვი _ უზენაესი რადის დეპუტატი: ნებისმიერ რუს მოქალაქეს ულაპარაკოდ უნდა ვესროლოთ თავში”.

ამ გამონათქვამებს ერთვოდა უკრაინის ხელისუფლების ანტირუსული და ანტისაბჭოთა ქმედებები:

* გააუქმეს დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე და მამულის დამცველთა დღე;

* ლვოვში, კიევსა და სხვა ქალაქებში გაიმართა ფაშისტური ეს-ეს-ის დივიზია “გალიჩინას” მარში;

* საზეიმოდ აღნიშნეს ОУН (უკრაინული ნაციონალისტების ორგანიზაცია) _ УПА (უკრაინის ამბოხებულთა არმია)-ს შექმნა.

* უკრაინელი ჟურნალისტი შარაფმალ შახრუტდინოვი ეთერში ციტირებდა ეს-ეს-ის ობერშტურმბანფიურერ ადოლფ ეიხმანს.

* ანდრეი პარუბიი _ უკრაინის უზენაესი რადის ყოფილი თავმჯდომარე: ისინი, ვინც მუშაობენ რუსეთში, მაინც არ იქნებიან ჩვენი მოკავშირეები, ამიტომ მიგვიფურთხებია მათი ინტერესებისთვის”.

* დიმიტრი იაროში _ უკრაინის პოლიტიკური მოღვაწე, ულტრანაციონალისტური “მემარჯვენე სექტორის” ლიდერი: მტერი მოსკოვია”.

* ბორის ფილატოვი _ დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელის მოადგილე, დეპუტატი: ჯერ მოვატყუოთ (ყირიმელები), მათ შემდეგ ჩამოვახრჩობთ”.

* გენადი ბუტკევიჩი _ მეწარმე: დონბასთან ლაპარაკი საჭირო არ არის, უნდა გავანადგუროთ 1,5 მლნ მცხოვრები და ყველაფერი მოგვარდება”.

* ანატოლი გრიცენკო _ უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი: დივერსიული ოპერაციებისას საჭიროა, მოვკლათ, რაც შეიძლება მეტი რუსი მოქალაქე”.

* პატრიარქი ფილარეტი (დენისენკო): “დონბასში მცხოვრებთა მკვლელობა კეთილი საქმეა”.

* მიხეილ ლისენკო _ დნეპრის მერის მოადგილე: ოფიციალურად გადაწყვეტილება მიღებულია. ყველა კადიროველი, მოკლული დნეპროპეტროვსკის ოლქის ტერიტორიაზე, დაიმარხება ღორის ტყავში. მადლობა ქალაქის ხორცკომბინატებს, ვნახოთ, როგორ მიიღებენ მათ ზეცაში. ცხოველები”.

* გენადი დრუზენკომ, ნიკოლოზ პიროგოვის სახელობის მოხალისეთა პირველი მობილური ჰოსპიტლის ხელმძღვანელმა, ტელეარხ “უკრაინა 24”-ის ეთერში განაცხადა, რომ გასცა ბრძანება ყველა დაჭრილი რუსი ჯარისკაცის კასტრაციის შესახებ.

* * *

რუსეთის სამხედრო სპეცოპერაციამ უკრაინელთა შეტევის ჩაშლა და ამით უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იხსნა.

თავდაპირველად დონეცკის სახალხო რესპუბლიკის არმიამ ჩაიგდო ხელში უკრაინის შეიარაღებული ძალების (უშძ) სარდლობის მიერ შემუშავებული შეტევის გეგმა დონბასზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი განადგურებული შენაერთის სამეთაურო პუნქტის ნოუთბუკში აღმოჩენილია დონეცკის სახალხო რესპუბლიკის არმიის პოზიციების ბევრი ფოტო, გადაღებული უპილოტო საფრენი აპარეტებიდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმით, ეს პოზიციები უნდა გაენადგურებინათ შეტევის დაწყებისთანავე.

განსაკუთრებით საინტერესოა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სამეთაურო ოპერაციების არტილერიის უფროსის მოხსენება, რომელშიც უკრაინის სარდლობას სთავაზობდნენ სარაკეტო დარტყმების ობიექტებს შეტევითი ოპერაციის დაწყებისას. დაგეგმილი იყო, რომ ტაქტიკური რაკეტებით (“ტოჩკა ”) დაერტყათ ჩვენი რესპუბლიკის დედაქალაქის ცენტრში მდებარე მთავრობის სახლისთვის, რადიოსატელევიზიო გადამცემი ცენტრისა და რესპუბლიკის სამხედრო კომისარიატისთვის, _ ნათქვამია დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციის ხელმძღვანელობის ცნობაში.

შემდეგ რუსეთმა ხელში ჩაიგდო უკრაინის ეროვნული გვარდიის საიდუმლო ბრძანების დაშიფრული ტელეგრამები 28 თებერვალს დონბასზე შეტევის დაწყების შესახებ (იხ. ფოტო #2).

ფოტო #2

სპეცოპერაციის დაწყების მომენტში უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ეროვნულ გვარდიასთან ერთად 260 200 სამხედრო მოსამსახურე ირიცხებოდა, ახლა უკრაინას აღარ აქვს ორგანიზებული რეზერვები, დანაკარგები ივსება მოუმზადებელი მოხალისეებით.

რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ მოპოვებული უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-4 ბრიგადის დაშიფრული ტელეგრამები რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებულია უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ ბალანის საიდუმლო ბრძანება, რომელიც 2022 წლის 22 იანვრით არის დათარიღებული (იხ. ფოტო #3, 4, 5, 6). დოკუმენტი განკუთვნილია უკრაინის ეროვნული გვარდიის კიევის ჩრდილოეთის, ოდესის სამხრეთისა და დასავლეთის ტერიტორიული სამმართველოების უფროსებისადმი. ბრძანებაში დეტალურად არის გაწერილი დამრტყმელი დაჯგუფების შეტევითი მოქმედებების გეგმა დონბასში ე.წ. გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში.

რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ჰქონდათ მოქმედების ორი ვარიანტი: პირველი _ შემოფარგლულიყო მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებით მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში, რომლებიც გამტკიცებულია ამ რესპუბლიკების კონსტიტუციით, მაგრამ ასეთ შემთხვევაში შეეჯახებოდა უკრაინის ხელისუფლების შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებიც მზად იყვნენ .. გაერთიანებული ძალების ოპერაციების შესასრულებლად, ამიტომ აირჩიეს მეორე ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებას დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ღონისძიებების შესასრულებლად.

სპეცოპერაციის მსვლელობამ დაადასტურა ამ გადაწყვეტილების მართებულობა.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here