მთავარი დაიჯესტი რა არის მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეა

რა არის მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეა

617
გააზიარეთ
რა არის მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეა

შეიქმნა 1993 წელს საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით. ასამბლეის შტაბბინა არის ათენში.

მართლმადიდებლობის პარლამენტშორისი ასამბლეის მუშაობაში ამჟამად მონაწილეობს საპარლამენტო დელეგაციები 25 ქვეყნიდან. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, სომხეთი, ბელარუსი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, საბერძნეთი, საქართველო, იორდანია, ყაზახეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, ლიბანი, მოლდოვა, პალესტინა, პოლონეთი, უკრაინა, რუსეთი, რუმინეთი, სერბეთი, სირია, ფინეთი, ხორვატია, ჩერნოგორია, ესტონეთი, აგრეთვე, სადეპუტატო ჯგუფები და დეპუტატები ავსტრალიიდან, არგენტინიდან, ეგვიპტიდან, კანადიდან, კონგოდან, მოზამბიკიდან, სუდანიდან, აშშ-დან, უგანდიდან, ჩილედან და ეთიოპიიდან.

ორგანიზაცია თავის მთავარ ამოცანად ისახავს “მსოფლიოში ხელშეწყობას იმ კანონებისა, რომლებიც პასუხობს მართლმადიდებლობის ინტერესებს საზოგადოებაში”.

მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის უმაღლესი ორგანოს, გენერალური ასამბლეის, სხდომა იმართება წელიწადში ერთხელ _ ივნისში. მის მუშაობას ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, რომელსაც ირჩევს გენერალური ასამბლეის პლენუმი.

2018 წლის ივნისში მართლმადიდებლობის პარლამენტშორისი ასამბლეის ახალ ხელმძღვანელად აირჩიეს რუსეთის პარლამენტის დეპუტატი სერგეი გავრილოვი.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ორგანიზაცია თავის მთავარ ამოცანად ისახავს “მსოფლიოში ხელშეწყობას იმ კანონებისა, რომლებიც პასუხობს მართლმადიდებლობის ინტერესებს საზოგადოებაში”.
    იმისათვის, რომ კაცთამოდგმამ მშვიდობიანად და ხალისიანად იცხოვროს, აუცილებელია ღმერთის მიერ მოცცემული წესით არჩევნების ჩატარება ყველგან, რომ სათავეში რჩეულთა შორის რჩეულნი მოდიოდნენ ყოველთვის, რომ ქვეყანა ყოველთვის კეთილად იმართებოდეს, ხალხის აზრზე დაყრდნობით, ქვემოდან ზემოთ.
    თუ ეს ორგანიზაცია არ მოითხოვს ამ წესის დამკვიდრებას, ჩათვალეთ, რომ იგი არარაობაა და უნდა დაიშალოს როგორც თვალთმაქცი.
    ვინც სიმართლეს არ ადიდებს, ის არ არ არის მართლ მადიდებლად!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მწყემსი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here