მთავარი დაიჯესტი ევროპული საშინელება: ბავშვებს მშობლებს ართმევენ და აღსაზრდელად საგანგებო ბანაკებში გზავნიან

ევროპული საშინელება: ბავშვებს მშობლებს ართმევენ და აღსაზრდელად საგანგებო ბანაკებში გზავნიან

430
გააზიარეთ
ევროპული საშინელება

“მომავალი თაობის” პროგრამამ სტარტი 2015 წელს აიღო: აამოქმედეს იგი, როგორც ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის აღზრდის სასკოლო სისტემის ორგანული დამატება. დღეისთვის მან ძალა მოიკრიბა და ფრთები გაშალა: თუ აქამდე ნიდერლანდის სამეფოში სჯიდნენ ჰომოფობიის საჯაროდ გამოხატვისთვის, წლევანდელ ზაფხულში მიღებული კანონის თანახმად, ამ ტიპის კერძო გამონათქვამები, საფუძვლიანი ეჭვი ლგბტ-თემის მიმართ შეუწყნარებელი დამოკიდებულების თაობაზე ხდება მიზეზი დაჯარიმების და, რაც მთავარია, მშობლის უფლების ჩამორთმევისაც კი.

პოლიციამ უკვე გაავრცელა ცნობა, რომ კანონის ამოქმედების პირველსავე დღეს ოჯახებს რვა ბავშვი “ჩამოართვეს”.

ადგილობრივი მედია ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე წერს: ექვსი წლის გოგონამ რენეიტ ბერგმა საბავშვო ბაღში “ტოლერანტობის საათის” ჩატარებისას ლგბტ-ოჯახები “არასწორ” ოჯახებად მოიხსენია. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ და ბავშვთა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ გოგონამ ასეთი განმარტება მშობლებისგან მოისმინა.

სხვა შემთხვევაში ცხრა წლის ბიჭმა, რომლის სახელსაც არ ასაჯაროებენ, კატეგორიულად არ აკოცა თანაკლასელ ბიჭს სექსუალური თავისუფლების გაკვეთილზე; თქვა, რომ ურჩევნია, აკოცოს გოგონას. გაირკვა, რომ მშობლები მას თავს ახვევდნენ პეტეროსექსუალურ ორიენტაციას და არ უზრუნველყოფდნენ სქესის თავისუფლად არჩევის უფლებით. შესაბამის გაკვეთილებზე, რომლებიც სკოლებში ეწყობა, მოსწავლემ თვითონ უნდა აირჩიოს საკუთარი ორიენტაცია და შეისწავლოს ლგბტ-ის უპირატესობანი სხვადასხვა გენდერული როლის პირადად გამოცდის საფუძველზე.

სპეციალურ ბანაკებში სამთვიანი აღზრდის შემდეგ ბავშვებს სხვა ოჯახებში გააშვილებენ. ნიდერლანდის სამეფოში ბავშვთა უფლებების დამცველის _ ასტერ-მარია იაკობსის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ახალი თაობისთვის “შეუწყნარებლობის კოშმარის” თავიდან ასაცილებლად.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here