Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ეკონომიკის დაცემის ფონზე კატასტროფულად მოიმატა

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ეკონომიკის დაცემის ფონზე კატასტროფულად მოიმატა

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ეკონომიკის დაცემის ფონზე კატასტროფულად მოიმატა

აშშ–ის ფედერალური სარეზერვო სისტემის სესხების მოცულობამ უზარმაზარ ზომებს მიაღწია, მაგრამ ვაშინგტონში ხელების ჩამოშვებას არ აპირებენ იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის მშპ–ის დაცემის ტემპმა გასულ კვარტალში 33% შეადგინა.

2020 წლის ბოლოს აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტმა შეიძლება 20% შეადგინოს, ამიტომ ამ ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ დაბეჭდა 2,75 ტრილიონი დოლარის ობლიგაციები. ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში ბაზარზე გამოვა 947 მლრდ დოლარის ობლიგაციები, ოქტომბრიდან დეკემბრამდე კი _ 1,21 ტრილიონის.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ახლა აუცილებელია მაქსიმალური მხარდაჭერა ეკონომიკისა, რომელიც ღრმა კრიზისში ჩაიძირა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო.

აღსანიშნავია, რომ, 2020 წლის აპრილის მონაცემებით, აშშ-ის სახელმწიფო ვალმა, რომელიც 23,7 ტრილიონ დოლარს შეადგენდა, მოიმატა და ახლა ის 26 ტრილიონი დოლარია.

polit.onfo.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here