Home ახალი ამბები საქართველო უკრაინული ტარანი

უკრაინული ტარანი

ევროპა, რომელიც გაწირეს

507

უკრაინის კრიზისი და მასთან დაკავშირებული პროცესები უცნაურად გრძელებ. მაგალითად, დონალდ ტრამპის განცხადებით,  აშშის პრეზიდენტად  არჩევის შემთხვევაში, ის ევროპას მოსთხოვს, აშშ აუნაზღაუროს ყველა ხარჯი, რომლეიც საჭიროა იმ  შეიარაღების მარაგის შესავსებად, ომელიც  ვაშინგტონმა უკრაინაში გაგზავნა. აღნიშნულის შესახებ აშშის ყოფილმა პრეზიდენტმა წინასაარჩევნო ვიდეომიმართვაში განაცხადა:  თეთრ სახლში როცა დავბრუნდები, იმავე დღეს დავაბრუნებთ პოლიტიკას, რომელიც ამერიკის ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს. ევროპელი მოკავშირეები უკრაინის დახმარებაზე  ამერიკასთან შედარებით ძალიან ცოტას ხარჯავენ. ევროპამ უნდა აანაზღაუროს აშშის ხარჯები, რომლეიც გაწეულია უკრაინის დასახმარებლად. მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, შევეცდები, ევროპელებისგან ამოვიღო კომპენსაცია: მე მოვთხოვ ევროპასაგვინაზღაუროს დანახარჯი. ისინი ამას უკვე დღეს უნდა აკეთებდნენ, მაგრამ ჯო ბაიდენი ძალიან სუსტი პრეზიდენტია და მას პატივს არ სცემენ, ის ამას ვერც კი ითხოვს.  ტრამპმა თანხაც დაასახელა, რომელ ამერიკელებმა უკრაინაში დახარჯეს – 200 მილიარდი დოლარი.

ამ საკითხს ცალკე ანალიზი სჭირდება. რას ნიშნავს ეს?

ვფიქრობ, ამერიკელები ყველასა და ყველაფრის გაწირვის გზას დაადგნენ. მათთვის მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა: მთავარი მტერი და მთავარი მტრის წინააღმდეგ გამოსაყენებელი სახელმწიფოები. მათთვის მთავარი მტერი, ანუ ბრძოლის გენერალური მიმართულება რუსეთია (რიგში ჩინეთი დგას), რომლის დამარცხება უმაღლეს გეოპოლიტიკურ მიზანს წარმოადგენს. როგორი საკვირველიც უნდა იყოს, ამ საქმეში მათ მოკავშირეები არ ჰყავთ, მათ ჰყავთ ხელის ბიჭები და საზარბაზნე ხორცად ქცეული ხალხები (სახელმწიფოები). ისინი პარტნიორად და მოკავშირედ არავის განიხილავენ, ტოლად და სწორად არავის მიიჩნევენ. მათთვის ყველა ვასალი და ქვეშევრდომია. თვით ნატოს წევრი სახელმწიფოები (ბირთვული სახელმწიფოების, ანუ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ჩათვლით) მათთვის საკუთარ გუბერნიად აღიქმება.  გაიხსენეთ კადრი,  ლონდონში ჩასული ბაიდენი წითელ ხალიჩაზე  ყინჩად რომ მიაბიჯებდა მეფის წინ. ბრიტანეთის კონსტიტუციით, პროტოკოლითა  და ტრადიციით ასეთი რამ დაუშვებელია, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტი, სადაც უნდა ჩავიდეს, საკუთარი პროტოკოლისა და ტრადიციის შესაბამისად იქცევა. ეს პროტოკოლი მას ეუბნება, რომ პლანეტაზე არსებობს  ერთადერთი ზესახელმწიფო – აშშ, დანარჩენი პლანეტა კი ამ სახელმწიფოს უკანა ეზოა, რომელშიც, სხვა სახელმწიფოები კი არა, ამერიკელთა სათავსოები და დამხმარე ნაგებობებია განლაგებული. დიდი ბრიტანეთის მონარქსაც კი, რომელიც, ისტორიულად, ამერიკელთა ყველაზე საიმედო მოკავშირეა, აშშ-ის პრეზიდენტი მის მიერ დანიშნულ მოხელედ  აღიქვამს. აქედან გამომდინარე, არ გაგიჭირდებათ იმისი წარმოდგნა,  როგორ შეიძლება იგი აღიქვამდეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატოში ვირეშმაკობით შემძვრალ სახელმწიფოთა ლიდერებს. არაფერს ვამბობ იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც აქამდე ვერ შეძვრნენ ნატოში – ამ საერთაშორისო დამნაშავე სამხედრო ორგანიზაციაში.  ამ კონტინგენტში ხომ, საერთოდ, ზედაც არავის უყურებენ. ერთადერთი, ვისაც აგდებით არ (ვერ) უყურებენ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია. ამ კაცს აგდებით ვერ უყურებენ იმის გამო, რომ მან ყველაფერზე მაღლა ქართველი ხალხის ღირსება და საქართველოს სუვერენიტეტი დააყენა. დიახ, სწორედ ამიტომ ვერ უყურებენ მას აგდებით. ეჭვიც არ მეპარება, რომ სწორედ ამის გამო გეგმავენ ისინი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. მათ საქართველოშიც ინგლისის მეფე ჩარლზივით დათრგუნვილი და თავდადრეკილი ლიდერი სჭირდებათ და არა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღირსების დამცველი ღარიბაშვილი, რომელიც ამ მტარვალებს არ ეპუება.

ეს ყოველივე იმას მოვაყოლე, რაც ზემოთ ვთქვი, – ამერიკელები ყველას და ყველაფრის გაწირვის გზას დაადგნენ-მეთქი. ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ ევროპამ უნდა აანაზღაუროს უკრაინაში ამერიკული ხარჯები, ამის შესანიშნავი ილუსტრაციაა.  მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ტრამპი მოქმედი პრეზიდენტი არ არის, იგი ყოფილი (შესაძლოა, მომავალიც) პრეზიდენტია, მაგრამ ამ შემთხვევაში არც ესაა გადამწყვეტი. ის სული, რომელიც ტრამპის განცხადებაში გამჟღავნდა, ამერიკული სულია; ის აზროვნება, რომელიც ტრამპის განცხადებაში იკითხება, ამერიკული აზროვნებაა; ის ამორალიზმი, რომელიც ტრამპის დამოკიდებულებაში გამოსჭვივის, ამერიკული ამორალიზმია. კოლექტიური დასავლეთი, ამერიკაევროპა, ნატო, ეს თითქოს ერთი პოლიტიკური, იდეოლოგიური და სამხედრო ორგანიზმია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აშკარაა  ამერიკელთა მხრიდან დანარჩენების მიმართ არა მხოლოდ ქედმაღლური და თავხედური, არამედ მოძალადის დამოკიდებულება. ტრამპი აღიარებს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის დანაშაულს უკრაინის კრიზისში, მაგრამ თეთრი სახლის ამ დანაშაულებრივი გადაწყვეტილებების შედეგად გაწეული ხარჯის კომპენსაციას ევროპისგან ითხოვს. რატომ ევროპისგან? კი, ევროპაც დამნაშავეა იმ სისხლისღვრაში, რომელიც უკრაინაშია, მაგრამ მთავარი დამნაშავე ხომ ამერიკაა, რომლის უზნეობას, უპასუხისმგებლობას და ძალმომრეობას საზღვარი არ აქვს?! ნატოს დანაშაულებრივი გაფართოების გეგმა ევროპული არ არის, ამერიკულია.  უკრაინის შეიარაღებაში 200 მილიარდის დახარჯვა,  ევროპული კი არა, ამერიკული გადაწყვეტილებაა. მაშ, რატომ ან რომელი მორალისა და რომელი კანონის შესაბამისად უნდა მოსთხოვონ  ამერიკელებმა ევროპელებს მათ მიერ უკრაინაში რეგვნულად დახარჯული თანხების კომპენსაცია?!  – მხოლოდ და მხოლოდ უსინდისობისა და ძალმომრეობის შესაბამისად!

ამერიკამ და ევროპამ თავად არკვიონ ურთიერთობები, რაც უნდათ,  ის პრეტენზიები და ანგარიშები წარუდგინონ ერთმანეთს, მაგრამ აქედან დასკვნები ჩვენც ხომ უნდა გავაკეთოთ?! როგორ წარმოგიდგენიათ თავისუფლების მოტრფიალე ქართველი ერის ბედი და მომვალი აშშის პარტნიორობისა და ნატოს წევრობის შემთხვევაში, იმ დროს, როდესაც ევროპის კონტინენტზე მდებარე უზარმაზარი უკრაინა ვაგლახად გაწირეს და მიწასთან გაასწორეს, ახლა კი ევროპასაცერთ დროს ყველასთვის სათაყვანებელ კონტინენტს, წირავენ. გაწირეს უკვე. ევროპასაც ისევე მოუწევს დაჩოქება, როგორც უკრაინამ დაიჩოქა. ევროპაც ისეთივე მსხვერპლია საკუთარი უგუნურებისა, როგორიც უკრაინა. ევროპა, რომელსაც, როგორც იტყვიან, გამოხრული ძვალი არ უგდია მიწაში და თვალი სულ სხვათა ძარცვისკენ უჭირავს, ამერიკული ინტერესების დასაცავად რუსეთთან ჭიდილს ეწირება. ევროპელებმა თავიანთი ხელით ააფეთქეს მათთვის საჩუქრად მირთმეული რუსული გაზსადენი, რომელიც ჟანგბადს წარმოადგენდა ევროპული მრეწველობისა და ეკონომიკისთვის. ამის გამკეთებელ ხალხს ჭკუა მოეკითხება? არა! ევროპა გონებისგან, ტრადიციული ღირებულებებისგან და მომავლისგან გაძარცვეს. ევროპა ფაშიზმის ახალი ბაცილით (რუსოფობიით) იმ დონეზე დაასნებოვნეს, რომ საკუთარ თავს აყენებს ზიანს და რუსულ გაზსადენს, რომელსაც მათთვის ულევი სიკეთე მოჰქონდა, აფეთქებენ უგუნური ფილოსოფიით – დაე, ჩვენ გაგვიჭირდეს, ოღონდ რუსეთი დაინგრეს! აღმოჩნდა, რომ ეს ევროპული “ფილოსოფია” არამხოლოდ ერთგზის უგუნური, არამედ ორგზის უგუნურია, ვინაიდან რუსეთი არ დაინგრა, ევროპა კი ინგრევა და უფსკრულისკენ მიექანება.

რუსულ სამხედრო ტერმინოლოგიაში არსებობს “ტარანზე წასვლის” ცნება, რომელიც პირდაპირი დაჯახების გზით მოწინააღმდეგის განადგურებას ნიშნავს, ყველაზე მეტად ავიაციაში გამოიყენება. “ტარანის” ფილოსოფია ასეთია: მე ვეწირები იმას, რომ შენ დაგღუპო! ასეთი თვითშეწირვის აზრი ისაა, რომ ის, ვის განადგურებასაც თავს ვწირავ, იმდენად დიდი ზიანის მომტანია ჩემი თანამებრძოლებისთვის, რომ მისი განადგურებით მე (ერთი) ვეწირები ჩემიანების (მრავალის) გადარჩენის კეთილშობილურ  საქმეს. აქ კიდევ ერთი პირობაა:  “ტარანი” მტრის განადგურების სრულ გარანტიას მაძლევს. “ტარანზე”  წასვლის შემთხვევაში ისე არ მოხდება, რომ მე დავიღუპო, მტერი კი გადარჩეს. ეს “ტარანის ფილოსოფიის” უმთავრესი და აუცილებელი კომპონენტია. ამის გარეშე “ტარანი” ვერ იქნება “ტარანი”.

ალეგორიულად რომ ვიაზროვნოთ, უკრაინა რუსეთთან “ტარანზე” წავიდა. მსხვერპლად შეეწირა რაღაცას – მისთვის უფრო მნიშვნელოვანს. ამ “უფრო მნიშვნელოვანზე”, რაც თავისთავად აბსურდია, ამჟამად ნუ ვიდავებთ. გავარკვიოთ მეორე საკითხი – “ტარანის” მთავარი პირობა მტრის აუცილებელი დაღუპვისა შესრულდა? როგორც ვხედავთ, ვერ შესრულდა. უკრაინატარანზეწავიდა, მაგრამ მტერი გადარჩა, თვითონ კი დაიღუპა. აიუგუნურების ფილოსოფიისშედეგი. აქ ერთი მომენტიც არ უნდა გამოგვრჩეს: უკრაინა თვითონ კი არ წავიდა ტარანზე, ამერიკელებმა გაუშვეს. ამერიკელებმა უკრაინელთა ფსიქიკაზე იძალადეს და ეს ქვეყანა იმ უპილოტო საფრენი აპარატივით გამოიყენეს, რომელიც მტერს ზოგჯერ ვერ ანადგურებს, მაგრამ თვითონ ყველა შემთხვევაში ნადგურდება. უკრაინულმატარანმარაკი ვერ იმუშავა, ამერიკელებმა რუსეთთანტარანზეშეიძლება მთელი ევროპა გაუშვან.  მათ   არც ჭკუა რომ  არ დაუშლით და არც სინდისი, ფაქტია. ასე შეუღლდნენ “უგუნურების ფილოსოფია” და “ტარანის ფილოსოფია”.   შესაძლებელია, ამ საზიზღარი  ქორწინების შედეგად მესამე მსოფლიო ომი იშვას. ასეთ შემთხვევაში ამერიკული სახელმწიფოებრივი სისტემაც “უგუნურების ფილოსოფიის” მსხვერპლად გადაიქცევა, ვინაიდან არ არსებობს უფრო დიდი უგუნურება, ვიდრე მსოფლიო ომის შედეგად, ანუ სამოცდაათი მილიონი მსხვერპლის შედეგად მოპოვებულ მსოფლიო წესრიგს და საერთაშორისო სამართალს ანგრევდე და გეჩვენებოდეს, რომ აქედან გამარჯვებული გამოხვალ.

ვალერი კვარაცხელია                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here