თურქული გაზეთი Cumhuriyet –ი წერს, რომ ქვეყანამ ვერანაირი უპირატესობა ვერ მოიპოვა ნატოს წევრობით. ალიანსიდან თურქეთის გასვლა ნატოს პრობლემებს შეუქმნის, თურქეთს კი პლუსებს შესძენს.
“ნატო თურქეთის გარეშე ნიშნავს, რომ
* აშშ–ის გეგმა შავი ზღვის შესახებ ნაგავია; უარს მიზანზე: გადავაქციოთ შავი ზღვა ნატოს ტბად;
* ნატოს გეგმების ჩაფუშვას კავკასიაში, ვერც ცენტრალურ აზიაში მიაღწევს დასახულ მიზნებს;
* რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორის თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაციასა და სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელებას;
* თურქეთი გახდება დიდი ევრაზიული პარტნიორობის ნაწილი;
* თურქეთი შევა ბრიჩს–სა და თანამეგობრობის შანხაის ორგანიზაციაში;
* აშშ დაკარგავს შესაძლებლობას, დაშლის მუქარით აიძულოს თურქეთი, გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომელიც აშშ-ისთვის სასარგებლოა”.
ქურთების სეპარატიზმის მხარდაჭერის გამო ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლის ბლოკირება ბოლო შანსია, რომელიც ანკარამ ვაშინგტონს მისცა, რათა შეცვალოს თავისი პოლიტიკა თურქეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ლაპარაკია აშშ-ის, ბრიტანეთისა და ისრაელის მხარდაჭერაზე ერაყის, ირანის, სირიისა და თურქეთის ტერიტორიებზე ქურთების დიდი კვაზი-სახელმწიფოების შექმნის პროექტის მიმართ. მოცემულ ეტაპზე ნატოს მექანიზმის მეშვეობით ვაშინგტონს თურქეთისთვის ლაგამი აქვს ამოდებული; ამასთანავე, ცდილობს, წაართვას მას ტერიტორია დიდი ქურთეთისთვის. ეს არ არის პატიოსანი ურთიერთობა პარტნიორის მიმართ, ამიტომ ანკარა დაფიქრდება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსიდან გამოსვლაზე.
გიორგი გაჩეჩილაძე