Home ახალი ამბები მსოფლიო “სტამბოლის მანევრი”

“სტამბოლის მანევრი”

რადამ გენდერი ანტიკორუფციულ პროკურორზე გაცვალა

70

უკრაინის უზენაესი რადას მიერ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ კონვენციის რატიფიკაციამ (საქართველო ამ კონვენციას 2017 წელს შეუერთდა) კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის, გუნდი მზად არის, დაუთმოს ევროკავშირს ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებში, მაგრამ იბრძოლოს იმისთვის, რაც ეხება მის ინტერესებს, _ წერს გამოცემა Strana.ua.

20 ივნისს, ევროსაბჭოს მიერ უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსზე განაცხადის განხილვამდე 4 დღით ადრე, უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა პრეზიდენტის ოფისის მიერ შეტანილი და მთავრობის მოწონებული დოკუმენტი სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციის შესახებ. უკრაინის ვიცე-პრემიერ ოლგა სტეპანაშინას განცხადებით, ეს “ხელს შეუწყობს უკრაინელების უფლებებისა და თავისუფლებების უფრო ეფექტიანად უზრუნველყოფას ქვეყნის შიგნით და მის გარეთ. მით უმეტეს, რომ 5 მლნ უკრაინელი დღეს უცხოეთში იძულებით იმყოფება.

სტამბოლის კონვენციის მოწინააღმდეგეები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ დოკუმენტში სხვა ყველაფერთან ერთად ლაპარაკია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვაზე, ანუ ეს იქნება კიდევ ერთი (და ლობისტების ძალისხმევით, ძალიან მნიშვნელოვანი) მოხსენიება უკრაინის კანონმდებლობაში გენდერისა, რომელიც მოწინააღმდეგეებში აღიქმება, როგორც მამრობითი და მდედრობითი სქესის შემცვლელი.

ამ კონვენციის რატიფიკაციის შემდეგ დაიწყება ხანგრძლივი პროცესი შესაბამისი კანონების მისაღებად, რომელთა თანახმადაც ჩვენი ბავშვები სქესობრივად ისეთი კი არ არიან, როგორიც დაიბადნენ, არამედ ისეთი, როგორებიც აღიზარდნენ ისინი სკოლაში, სოციუმში, ოჯახში და .. და 12 წლამდე შეუძლიათ, თვითონ განსაზღვრონ, ვინ არიან _ გოგონები თუ ბიჭები”, _ განაცხადა ერთ-ერთმა დეპუტატმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

სტამბოლის კონვენციის მიღების შემდეგ დეპუტატებმა ჩააგდეს შესწორება, რომლის თანახმად სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელის არყოფნისას მის უფლებამოსილებებს ახორციელებს ამ ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე და არა გენპროკურორი, როგორც ახლა არის.

სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას ხელმძღვანელი 2020 წლიდან არ ჰყავს, მას შემდეგ, რაც ამ ორგანოს პირველ ხელმძღვანელს უფლებამოსილებების ვადა ამოეწურა. ამ ორგანოს კურატორობს გენპროკურორი, სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას კი დიდი გავლენა აქვს ანტიკორუფციულ ბიუროზე.

როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, ანტიკორუფციულ ორგანოებზე კონტროლი დასავლეთს არ დაუთმოს.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here