Home ახალი ამბები მსოფლიო “ნატო ლიეტუვის ხელით ბლოკავს რუსეთის რეგიონს”

“ნატო ლიეტუვის ხელით ბლოკავს რუსეთის რეგიონს”

79

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის კომისიის ხელმძღვანელ ანდრია კლიმოვის განცხადებით, ნატო ლიეტუვის ხელით იწყებს რუსეთის ბლოკირებას.

“თუ ევროკავშირი არ გამოასწორებს ვითარებას კალინინგრადის სატრანსპორტო ბლოკადის მიმართ, თვითონ მოახდენს ევროკავშირში ლიეტუვის წევრობის ლეგიტიმურობის დოკუმენტების დეზავუირებას. ამ შემთხვევაში მოსკოვს “ხელები გახსნილი” აქვს პრობლემის ნებისმიერი გზით მოსაგავრებლად”, _ აღნიშნა ანდრია კლიმოვმა.

“კალინინგრადის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტის აკრძალვა  ევროკომისიასა და მის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციის შემდეგ დაწესდა”, _ რუსეთის შეშფოთების პასუხად განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

“ლიეტუვის მხრიდან კალინინგრადის ოლქის ბლოკადა _ ეს არის ევროკავშირის მიერ სანქცირებული დაძაბულობის შეგნებული ესკალაცია, რომელმაც რუსეთს ყურადღება უნდა გადაატანინოს უკრაინის სპეცოპერაციიდან. სახმელეთო ბლოკადის საფრთხის წინაშეა რუსეთის მთელი რეგიონი და ეს არის casus belli (სამხედრო ინციდენტი). თავის მხრივ, ლიეტუვა,  როდესაც კეტავს ტრანზიტის შესაძლებლობას, არღვევს სამმხრივ შეთანხმებას, რომელიც არა მხოლოდ არეგულირებს ევროკავშირში ქვეყნის შესვლას, არამედ ადგენს სახელმწიფოს საზღვრებს. ამ თამაშში ფსონები მაღალია. “როსკოსმოსის” დირექტორი დიმიტრი როგოზინი ამბობს, რომ ევროკავშირს, რუსეთსა და ლიეტუვას შორის 2002-2003 წლების შეთანხმების პაკეტით გარანტირებული აქვს ტვირთებისა და მოქალაქეების ტრანზიტი კალინინგრადში და იქიდან, ამას ახლდა რფ-ის ფედერალური საკრებულოს მიერ რატიფიცირებული შეთანხმება ლიეტუვის რესპუბლიკასთან საზღვრის შესახებ”.

ამრიგად, ლიეტუვა თავისი ქმედებებით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროკავშირის აღმოსავლეთი საზღვრის ლეგიტიმურობას.

რა საშუალებები აქვს რუსეთს შექმნილი ვითარების განსამუხტავად? დიპლომატიური და სამართლებრივი _ არანაირი. ის, რომ ლიეტუვა არღვევს საერთაშორისო შეთანხმებას და  რომ რუსეთის პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღიარების  შესახებ პრობლემას ვერ მოაგვარებს,  ამიტომ ბალტიის ზღვაში თავს იყრიან სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფები.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here