Home სხვადასხვა დაიჯესტი National Review: დასავლურ ცივილიზაციას, რუსეთი კი არა, ჩვენი მედია დაღუპავს

National Review: დასავლურ ცივილიზაციას, რუსეთი კი არა, ჩვენი მედია დაღუპავს

952
თეთრი სახლი

რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი, რომელსაც შეუძლია უზარმაზარი ზარალის გამოწვევა და უამრავი ადამიანის დახოცვა, მაგრამ იგი ვერ ამოძირკვავს დასავლურ ფასეულობებს. ამით დაკავებულია დასავლეთის მასმედია და უნივერსიტეტები, სწორედ ისინი ქადაგებენ მემარცხენე თვალსაზრისსა და მულტიკულტურიზმს, _ წერს ჟურნალისტი დენის პრაგერი სტატიაში, რომელიც გამოაქვეყნა პორტალმა National Review.

“დასავლეთისთვის რუსეთზე უფრო საშიში საინფორმაციო გამოცემებია”, _ ჟურნალისტის ეს კომენტარი ნეგატივის გრიგალის ამოვარდნის მიზეზი გახდა. ასეთ დასკვნამდე იგი დასავლური გამოცემების ანალიზით მივიდა, იმ საქმიანობით, რომელსაც გამოცემები დღეს ეწევიან.

ავტორი ამ სიტუაციას ადარებს ჰოლოკოსტს, რომლის დროსაც დაიღუპა ბევრი ებრაელი, მაგრამ არ გამქრალა ებრაული ცივილიზაცია, რომელიც იდეათა და ფასეულობათა სისტემაა. ბირთვული თავდასხმა დასავლეთისთვის შორეული პერსპექტივაა: რუსეთის ხელმძღვანელობას, როგორც ადრე საბჭოთა ხელმძღვანელობას, ესმის, რას ნიშნავს ურთიერთგანადგურების გარანტირებული პრინციპი.

ავტორს მიაჩნია, რომ დასავლური ცივილიზაციისთვის რეალურ საფრთხეს საკუთარ თავში რწმენის დაკარგვა წარმოადგენს. ეს რუსეთის ბრალი არ არის. საშიშროება დასავლეთს უპირატესად მემარცხენე მიმართულების მედიიდან და უნივერსიტეტებიდან ემუქრება. პრაგერის კომენტარები ყველაზე უფრო ნეგატიურად აღიქვეს კონსერვატიულ წრეებში. არადა, კონსერვატორები თვითონ უნდა იცავდნენ ამერიკულ ღირებულებებს.

ევროპის ქვეყნები კვლავაც მილიონობით მუსლიმს უღებენ კარს, მაგრამ მათი უმრავლესობა არც კი ფიქრობს, შეითვისოს ევროპული ღირებულებები. ამ დროს დასავლური მედია და აკადემიური წრეები ხელს უწყობდნენ მულტიკულტურიზმის გავრცელებას. “პენსილვანიის უნივერსიტეტის კედლიდან ჩამოხსნეს უილიამ შექსპირის სურათი იმიტომ, რომ იგი იყო კაცი, თან _ თეთრკანიანი. განა ეს პირდაპირ არ ურტყამს დასავლურ ცივილიზაციას?! _ გაკვირვებულია ჟურნალისტი, _ კანადა კი საერთოდ პოსტნაციონალურ სახელმწიფოდ გამოაცხადეს, სადაც ძირითადი იდენტურობა არ არსებობს”.

“ვინ გააკეთა ეს, პუტინმა?” _ რიტორიკულ კითხვას სვამს პრაგერი. უპატივცემლობა დასავლეთის ცივილიზაციისადმი დასავლეთის მედიიდან და დასავლეთის უნივერსიტეტებიდან მოდის”, _ აცხადებს National Review -ის ავტორი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here