ჟურნალისტი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
“იყო დრო, როცა ჩვენ, ”ბნელი და ჩამორჩენილი” ბავშვები ტელევიზიით ”წუნა და წრუწუნას”, ”ჩხიკვთა ქორწილს”, ”ბემბის”, ”ფიფქია და შვიდ ჯუჯას” ვუყურებდით. რადიოთი კი (საწოლთან მეკიდა) საღამოს 9 საათზე ზღაპარს გვიკითხავდნენ…
დღეს და ახლა კი: ნარკოტიკი! ნარკოტიკმა! ნარკოტიკისთვის! ნარკოტიკული… ჯანდაბა რააა! პანდორას ყუთში მგონია თავი! ბავშვები სად გავზარდოთ? ჯუნგლებში გადავსახლდეთ?! თუ ყურები დავუცოთ და თვალები ავუხვიოთ?”, – წერს გაგუა.