Home ახალი ამბები საქართველო მსოფლიოში შექმნილი ახალი რეალობა რუსეთსაც და საქართველოსაც დიალოგის, ინტერესთა შეჯერებისა და საერთო...

მსოფლიოში შექმნილი ახალი რეალობა რუსეთსაც და საქართველოსაც დიალოგის, ინტერესთა შეჯერებისა და საერთო ენის გამონახვისკენ უხმობს

ისტორიის ნაბოძები შანსი

350

ბოლო ორი სტატიის დაწერა მოსკოვში მომიწია, საიდანაც 19 მაისს სახალხო მოძრაობასოლიდარობა მშვიდობისათვისლიდერებთან ერთად უკვე აღდგენილი პირველი რეისით თბილისში ჩამოვფრინდი. დიახ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და ოთხი წელიწადის წინათ შეწყვეტილი საავიაციო მიმოსვლაც აღადგინა. ამ მოვლენას ორი ძირითადი ასპექტი აქვს. მათ შორის პირველი ზედაპირზე ძევს და იგი ყველასთვის, ვისაც დანახვა და გაგება სურს, მარტივად გასაგებია. მეორეს კი საკითხში ღრმად ჩახედვა, გააზრება და მიხვედრა სჭირდება.

 პირველი ასპექტი, რომელიც ზედაპირზე ძევს, არის ის, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოსა და რუსეთს შორის  კომფორტული და შეუზღუდავი გადაადგილების პირობები შეიქმნა, რაც, პირველ რიგში, რუსეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კომუნიკაციას გაგვიიოლებს. გარდა ამისა, გამარტივდება ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო, სავაჭრო, სამედიცინო, ჰუმანიტარული ურთიერთობები, რაც ხელსაყრელ პირობებს შექმნის ორი სახელმწიფოსა და ორი ხალხის ცხოვრებაში. ღია საზღვრებში, უვიზო რეჟიმში, თავისუფალ მიმოსვლაში არათუ ცუდი არაფერია, პირიქით, ამაშია ჭეშმარიტად დემოკრატიული და ცივილიზებული თანაცხოვრების კონტურები, რომლებიც ჯერ მხოლოდ სამომავლო პერსპექტივას წარმოადგენს.

თქმა იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია და ამის გამო მასთან არც უვიზო რეჟიმი გვინდა და არც პირდაპირი საავიაციო ფრენები, აზრსა და ლოგიკას მოკლებული მსჯელობაა, რომელსაც რუსეთთან მტრული დამოკიდებულების, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კი გაყინული და უპერსპექტივო ვითარების სამუდამოდ დამკვიდრებაშენარჩუნების სურვილი ასაზრდოებს. ასეთი მსჯელობა არც შემთხვევითობაა და არც უვიცობა. ეს არის დასტური იმისა, რომ არსებობს ძალა, რომელსაც ქართველებს, რუსებს, აფზაზებსა და ოსებს შორის დღეს არსებული გაყინული მოცემულობა ხელს აძლევს და მისი შეცვლის ნებისმიერ მცდელობას წინ აღუდგება. ვინ არის ეს ძალა? ეს ის ძალაა, რომელმაც თავის დროზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების ინსპირირება შეძლო, რომელსაც საქართველოსა და რუსეთს შორის გარანტირებული და ხანგრძლივი (იქნებ, სამუდამო) მტრობა მოჰყვა. არც საქართველოსა და არც რუსეთის ინტერესებში ეს არ შედის, რადგან მტრობა ორივეს აზარალებს. ამ ორ ქვეყანას შორის მტრობა აშშის ინტერესებშია, რადგან დასუსტებული რუსეთი და მის წინააღმდეგ მტრულად განწყობილი საქართველო (ისევე, როგორც უკრაინა) მის წისქვილზე ასხამს წყალს. ამას მტკიცება აღარ სჭირდება, ეს უკვე აქსიომაა. აქედან გამომდინარე, სრულიად ნათელია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ორივე სახელმწიფოსთვის სრულიად არასახარბიელო ურთიერთობის ჩამოყალიბება სწორედ აშშ-ის მიერ იყო ინსპირირებული. დასავლური პროპაგანდის ფონზე ამის დანახვა და გაცნობიერება ადრე თუ ძნელი იყო, დღეს გამარტივებულია. დააკვირდით ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებას, რომლის ავტორი  საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ვინმე ფადი ასლი გახლავთ: „თეორიულად  დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა. კითხვა, რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა, გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ, თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?”

მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავითაა ეს განცხადება, მაგრამ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ემოციები მოვთოკოთ და ამ უბინძურესი ნათქვამის ანალიზი ვცადოთ. დავიწყოთ ამ განცხადების იმ შეფასებით, რომელიც ბატონმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა: ფადი ასლი თავისით  არაფერს  წერს, ის არისნაცმოძრაობისადა ფსევდოლიბერალების პროპაგანდისტი, ახმოვანებს ხოლმე იმ გზავნილებს, რომელთა გატესტვაც უნდა კოლექტიურ  „ნაცმოძრაობას“. ეს რომ ასეა, ეჭვი არავის შეეპარება, მაგრამ ამ ნათქვამიდან შორს წასვლაც შეიძლება. ვისი დაკვეთის შემსრულებელი და ვისი აზრების გამხმოვანებელიანაციონალური მოძრაობა”? რა თქმა უნდა, აშშის! ესე იგი, ეს აშშის პოზიციაა. აშშ თანდათანობით გვაჩვევს აზრს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს სამუდამოდ დავემშვიდობოთ. ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელიც 2019 წლის სექტემბერში თბილისს სტუმრობდა, თავხედურად შემოგვთავაზა: ”საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსია ნატოში შესვლის თაობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მე-5 მუხლის გავრცელების გარეშე”. თავხედობა არის ის, რომ დასავლეთმა ნატოს წევრად მიღების შემთხვევაშიც კი სამ ნაწილად დაშლილი საქართველოს თუნდაც მომავალში გამთლიანების იმედი ამთავითვე გადაგვიწურა. ჩვენ მეხუთე მუხლის ამუშავებაზე, ანუ დახმარებაზე უარს ვამბობთო, – გვითხრა. დახმარებაზე უარს თუ გვეუბნებიან, რა ჯანდაბა დაგვრჩენია რომელიღაც სამხედრო ბლოკში?! გესმით, რა დონის აბსურდს გვთავაზობენ?! ჩვენმა ჯარისკაცებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ მათ ომებში, ისინი კი არ დაგვეხმარებიან ჩვენს ომებში. მოგწონთ?!

თითქმის ოთხი წლის გასვლის შემდეგ კი ეს ვინმე ფადი ასლი გამოტყვრა და იგივე გაგვიმეორა. თუ გავითვალისწინებთ ფადი ასლის წარმოშობას, მივხვდებით, მას საქართველოსთვის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებაზე მეტად ქვეყნის კიდევ ერთი რეგიონის ჩამოჭრის საკითხი აწუხებს. ნებისმიერი ქართველისთვის ყოვლად მიუღებელი ამ აზრის გამხმოვანებლად ეს ორი გადამთიელი იმიტომ შეარჩიესრომ ამგვარი მკრეხელური აზრის გამხმოვანებელი ქართველის პოვნის იმედი არ აქვთ, მისი გახმოვანება კი ძალიან სჭირდებათ, რადგან მათთვის არაფერს ნიშნავს დაკარგული ქართული მიწები, მათთვის საქართველოსა და რუსეთს შორის სამუდამო მტრობაა მთავარი.

ყოველივე ამის გათვალისწინების შემდეგ, ალბათ, მიმიხვდებით, რას ვგულისხმობდი რუსეთთან ურთიერთობის თვისებრივად განსხვავებული ეტაპის დადგომის იმ ასპექტში, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, ზედაპირზე არ ძევს და მის დანახვას სიღრმეში წვდომა სჭირდება. ეს საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების პერსპექტივაა. კოლექტიური დასავლეთისთვის ასეთი პერსპექტივა კატეგორიულად მიუღებელია, ვინაიდან საქართველოს სახით მას რუსეთის მუდმივი მტრის ჩამოყალიბება სურს, ამიტომ იგი ცდილობს, მოუსპოს, მოუკლას ქართველ ხალხს ეს პერსპექტივა, რათა ჩვენი ერის გენეტიკურ კოდში გადაიყვანოს რუსეთის მიმართ სიძულვილირუსოფობია.

საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა და მმართველი პარტია არ მიდის ამ მიმართულებით. იგი ცდილობს, გამოვიდეს დასავლეთის დიქტატისგან და ქართველ ხალხს მშვიდობასთან ერთად სუვერენიტეტი და ეროვნული ღირსება შეუნარჩუნოს. მე უკვე მოვიხმე ირაკლი კობახიძის ციტატა ფადი ასლის თავხედურ განცხადებაზე გაცემული პასუხიდან, რომელიც, როგორც თავად დარწმუნდით, ეროვნული ღირსებითაა გაჟღენთილი. აი, კიდევ ერთი მაგალითი. ეს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, კახა კალაძის, შეფასებაა: ეს არის მონური აზროვნება, აგენტების აზროვნება. ამ ადამიანს სამშობლო არ გააჩნია და ცხადია, მე არ მიკვირს მსგავსი განცხადებები. ეს არის უსამშობლო ადამიანი. ვისაც ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ვისაც საქართველო მიგვაჩნია სამშობლოდ, სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ, ვისწავლეთ. გვიყვარს ჩვენი თითოეული კუთხე, რაიონი, ქალაქი, სოფელი, როგორ შეიძლება, ასეთმა ადამიანმა უარი თქვას ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ამ ქვეყანაში დაბადებულისთვის, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“.

ამ პოზიციიდანაც ჩანს, რომ გამორიცხულია, ქართველ ხალხს ისე დაუბნელონ გონება, ევროკავშირის წევრობის გამო საქართველოს ისტორიული კუთხეები და ტერიტორიები დათმოს, მაგრამ ხომ უნდა მივხვდეთ, რა მიმართულებით მიგვათრევს დასავლეთი და რა პერსპექტივები იშლება რუსეთთან პირდაპირი დიალოგით?! ის, ვინც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების და, განსაკუთრებით, უკრაინის მოვლენების შემდეგ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედს დასავლეთთან აკავშირებს, ან მოსყიდული ნაძირალაა, ან სულელია.

მსოფლიოში შექმნილი ახალი რეალობა რუსეთსაც და საქართველოსაც დიალოგის, ინტერესთა შეჯერებისა და საერთო ენის გამონახვისკენ უხმობს. ეს ორივე სახელმწიფოსთვის ისტორიის ნაბოძები შანსია, რომელსაც, ჩემი ღრმა რწმენით, ორივე ხალხი გამოიყენებს.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here