Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ ჟღენტი: თუ ,,ხალხის ძალას” სურს, გაასაჯაროოს ხალხის  დიდი ნაწილის სურვილი, უნდა...

მიხეილ ჟღენტი: თუ ,,ხალხის ძალას” სურს, გაასაჯაროოს ხალხის  დიდი ნაწილის სურვილი, უნდა დაიწყოს დიალოგი რუსეთთან, აგრეთვე, ევრაზიულ კავშირთან თუ სხვა ახალ საერთაშორისო ორგანიზაციებთან 

“ცრუობს ყველა, ვინც დღესაც ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრებაზე საუბრობს”

448

რამდენიმე დღის წინათ საქართველოს სტუმრობდა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარჰეი. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, შემდეგ გაკეთდა განცხადებები მედიასთან. პრემიერმა ღარიბაშვილმა საქართველოს მოსახლეობისუცვლელისურვილის, “ევროპიზაციის”, შესახებ ისაუბრა და ამტკიცებდა, რომ ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მტკიცე გადაწყვეტილებაა. „ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული და სწორედ ამ პასუხისმგებლობით, ამ სულისკვეთებით ვმუშაობთ 12 რეკომენდაციის შესრულებაზეეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, ეს არის ჩვენი თაობების არჩევანი და ჩვენი თაობების ოცნება, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი და ამ გზაზე ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს“, – ხაზგასმით აღნიშნა პრემიერმა.

არის თუ არა ქართველი ხალხის ღირსეული არჩევანიევროპიზაცია”?  ამ თემაზე გვასაუბრება ორგანიზაცია ,,სოლიდარობა მშვიდობისათვისწევრი მიხეილ ჟღენტი.

_ ვფიქრობ, ყველაფერი მეორეხარისხოვანია, სანამ არ გავაანალიზებთ იმ უზარმაზარ ტყუილს, რომელშიც გვაცხოვრებენ ბოლო 33 წლის განმავლობაში. ყველა ქართველის ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ და ხალხს ავუხსნათ, როგორ მოგვატყუეს, როგორ გაგვწირეს და როგორ კლავენ ამ ქვეყანას. ტყუილი სახელწიფო პოლიტიკის დონეზეა აყვანილი რამდენიმე ასეული ადამიანის ინტერესებისათვის. ტყუილის ჯაჭვს თუ გავარღვევთ, სამშვიდობოზეც გავალთ. მომიტევეთ, ასეთი შესავლისთვის. ახლა გისმენთ ყურადღებით.

_ საპარლამენტო უმრავლესობას გამოეყო რამდენიმე დეპუტატი, რომლებმაც ,,სიმართლისთქმა გადაწყვიტეს აშშისა და ევროკავშირის წარმომადგენელთა ქმედებებზე. ამისთვის ხელისუფლება მათ არ სჯის; როგორც ჩანს, .. ხალხის ძალას მხრს უჭერს, მაგრამ ევროკომისრის სტუმრობისას და არა მხოლოდ ამ შემთხვევაში პრემიერი მაინც ევროპიზაციის გზაზე საუბრობდა

_ როგორც ამბობენ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს…

უკვე დიდი ხანია, ქართველი ერის ჯანსაღი ნაწილის ხმა ისმის საქართველოში, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლება ჯიუტად არ იშლის საუბარს იმ  სატყუარაზე, რომელსაც ევროკავშირი და ნატო ჰქვია.

ზემოაღნიშნულ სტრუქტურებში არავინ არასდროს გველოდა. ეს განაჩენი ჯერ კიდევ 1994-97 წლებში გამოგვიტანეს და ამის შესახებ ყველამ იცოდა, ვინც პოლიტიკაში იყო ჩართული. ქართველი პოლიტიკოსები, 30 წელიწადია, უკადრებელს კადრულობენ ძალაუფლებისა და კეთილდღეობის შენარჩუნების მიზნით… ალბათ, მკითხავთ: საიდან იციო? მოგახსენებთ: 1994 წლის დასაწყისში საქართველოში ჩამოვიდა ყველასთვის ცნობილი ზბიგნევ ბჟეზინსკი და მაღალი დონის შეხვედრაზე განაცხადა, რომ, მიუხედავად აშშ-ის მხრიდან რუსეთის სრული კონტროლისა, საქართველო ვერ გახდებოდა აღნიშნული ორგანიზაციების წევრი. 30 წელიწადია, ტყუილს ამბობს ქართული პოლიტიკური ელიტა; ცრუობს ყველა, ვინც დღესაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებაზე საუბრობს. ვიცი, ეს ბრალდებაა, მაგრამ ამ თემაზე საათობით შემიძლია ვისაუბრო და ვეკამათო ნებისმიერ ოპონენტს.

ახლა დავუბრუნდეთ ,,ხალხის ძალას”. მერწმუნეთ, 5-6 წლის წინათ მსგავსი განცხადებები ვერ და არ გაკეთდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თემა, დიდი ხანია, მომწიფდა და მოსახლეობაც ელოდა მსგავს განცხადებებს. მე პირველ დღესვე დავუჭირე მხარი, მაგრამ აღვნიშნე, რომ ეს ნახევრი ნაბიჯი იყო, რადგან, როდესაც დასავლეთის მიერ საქართველოს წნეხში მოქცევაზეა საუბარი, ავტომატურად ჩნდება კითხვა: აბა, სად უნდა ვეძებოთ ჩვენთვის სასარგებლო გარემო? ნახევრად სიმართლე ყოველთვის ტოვებს კითხვის ნიშნებს და იწვევს უნდობლობას, ამიტომ, თუ ,,ხალხის ძალასსურს, გაასაჯაროოს ხალხის  დიდი ნაწილის სურვილი, დაიწყოს რუსეთთან, აგრეთვე, ევრაზიულ კავშირსა თუ სხვა ახალ საერთაშორისო ორგანიზაციებთან დიალოგი.

მესმის, რომ საქართველოს ხელისუფლება კარგად ხვდება რეალობას, მაგრამ, როდესაც კონსტიტუციაში ნატოსკენ სწრაფვა გიწერია, ცარიელი სიტყვები რეალობას ვერ შეცვლის. პრემიერი ღარიბაშვილი ამ რეალობის უნებლიე მძევალია. საპარლამენტო უმრავლესობა კი უგზავნის გარკვეულ შეტყობინებას ქართველ ხალხს, რომ იგი ხვდება რეალობას, მაგრამ მათი მხრიდან სულ ეს არის… ხალხს მეტს ვერაფერს სთავაზობს, მეტის უფლება არ აქვს. იმედს ვიტოვებ, უახლოეს თვეებში მოხდება გარდატეხა და ,,ხალხის ძალისა” და ერის დიდი ნაწილის სურვილები და გეგმები ერთმანეთს დაემთხვევა.

_ როგორც ხელისუფლება აცხადებს უცხოელი მაღალჩინოსნების წინაშე, ქართველი ხალხის უდიდეს ნაწილს ევროპა სურს, ნამდვილად ასეა თუ ხელისუფლება აცდენილია რეალობას და არ ითვალისწინებს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილს?

_ ვინ დაადგინა, რა უნდა საქართველოს მოსახლეობას? იმ გაყალბებული რეფერენდუმით მსჯელობენ, რომელიც ნაცებმა ჩაატარეს თუ ნაცების ნეოლიბერალური მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით? ცხადია, ევროპა  მათ უნდათ, ვინც 30 წლის განმავლობაში აითვისა აშშ-ის 6-მილიარდიანი დახმარება და ქართველი ხალხის ხარჯზე უზრუნველად ცხოვრობს.

საბედნიეროდ, ხალხი ხედავს, რანი ვიყავით 1988-1989 წლებში და რანი ვართ ახლა.  ქართველი ხალხი, ყოველ შემთხვევაში მისი დიდი ნაწილი, 1989-1990 წლებში დაარწმუნეს, რომ დამოუკიდებელ საქართველოშიც ისევე იცხოვრებდნენ, როგორც სსრკ-ში; დაარწმუნეს, რომ ბორჯომი და მანდარინი შეინახავდა საქართველოს და გააბითურეს, მოატყუეს, გაწირეს შიმშილის, სიცივის, უმუშევრობისა და დამცირებისთვის. ვინ მოთვლის, რამდენი ადამიანი დაიღუპა ამის გამო…

ბრძოლაში ტყვიით სიკვდილი ღირსეული სიკვდილია, შთამომავლობას ხსოვნა დარჩება, ხოლო ,,დამოუკიდებელ” საქართველოში სიდუხჭირით დაღუპული ხალხი მალე არავის ემახსოვრება. ყველამ ჩვენს სანათესაოს, სამეზობლოს გადავხედოთ და მივხვდებით, სადამდე მიგვიყვანეს ამ ვაიპოლიტიკოსებმა. ხალხს სურს მშვიდობა, სამსახური, განათლებული შვილები, მომავლის პერსპექტივა, რომელსაც, სამწუხაროდ, კოლონიადქცეულ ქვეყანას არავინ აღირსებს.

დიახ, საქართველო არის კოლონია 21-ე საუკუნეში და, სანამ ამას არ გავაცნობიერებთ, არაფერი გვეშველება. დღეს, როდესაც რიგი პოლიტიკოსებისა კიდევ “ნატო-კატოზე” ბედავენ საუბარს და მათ ფეხქვეშ მიწა არ იწვის, ასე ვიქნებით და ნურავის დავაბრალებთ ჩვენს მათხოვრულ არსებობას. მომიტევოს, თუ ვინმეს გული ვატკინე ან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი.

_ იქნებ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ხელისულებას, რა შედეგი მივიღეთ 30 წლის განმავლობაში ,,ევროპიზაციისგზაზე მდგარმა ქართველებმა

_ აი, ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ მატერიალური და კულტურული დანაკარგისა, არაფერს ვამბობ სულიერ  და მორალურ დეგრადაციაზე….

აი, დასავლეთთან 30-წლიანი ურთიერთობის შედეგი:

1. დაკარგული ტერიტორიები;

2. დევნილები საკუთარ ქვეყანაში;

3. დემოგრაფიული კატასტროფა;

4. დაცლილი სოფლები;

5. დაკარგული ანაბრები;

6. განადგურებული ეკონომიკა;

7. განადგურებული ჯანდაცვა;

8. განადგურებული განათლება;

9. განადგურებული მეცნიერება;

10. განადგურებული საზღვაო და საჰაერო მეურნეობა;

11. მიწასთან გასწორებული სოფლის მეურნეობა (ლობიოს 98 % იმპორტირებულის);

12. ღირსების შელახვა;

13. ოჯახისა და ტრადიციების ფეხქვეშ გათელვა;

14. ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ;

15. უპერსპექტივობა, სრული ნიჰილიზმი და ა.შ.

თითოეული ეს თემა რომ გავშალოთ, გაზეთის რამდენიმე ნომერი იქნება საჭირო. მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან, რომლებიც თვალნათლივ  ასახავს საქართველოში დღეს შექმნილ რეალობას:

თბილისის ველოტრეკი სპორტის, მოძრაობის, სიცოცხლისა და ემოციების სიმბოლო იყო. დღეს რა გვაქვს მის ადგილას? სასაფლაოები _ უძრაობის, გლოვის, მონატრებისა და ტკივილის სიმბოლო.

სამეცნიერო ქალაქი სპორტის სასახლის უკან, რომელშიც ათობით სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი იყო, დღეს რა ხდება ამ ტერიტორიაზე?  რკინა-ბეტონის ჯუნგლები, უსახური და უგემოვნო, როგორც ჩვენი ბოლო 30-წლიანი ისტორია…

მონას არ სჭირდება განათლება, არ სჭირდება სპორტი და კინო, კოლონიური ქვეყანა უნდა იყოს თავისი პატრონის ერთჯერადი იარაღი მისი მტრის წინააღმდეგ.

შემთხვევით არ მიხსენებია იარაღი. ჩვენ 1992 წლიდან ვიყავით აშშ-ის სადგისი რუსეთისთვის. იმხანად პარლამენტში ვმუშაობდი და ვხედავდი, როგორ ინგრეოდა ჩვენი ქვეყანა და როგორ ვხდებოდით აშშ-ის მარიონეტები. დღეს ჩვენი მისია აშშ-ის მეორე კოლონიამ, უფრო დიდმა და მოსახლეობით მრავალრიცხოვანმა უკრაინამ იკისრა და, რაც დამართეს, ყველა ვხედავთ. ჩვენი ფუნქციაა, ვემსახუროთ დამპყრობელს მანამ, სანამ არ გავცვდებით და არ წავიშლებით მსოფლიო რუკიდან, მაგრამ არც ასეა საქმე.

ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ გამოვალთ ამ ტრაგიკული ვითარებიდან, მაგრამ საკითხავია, რის ფასად, რა მსხვეპლის გაღება მოგვიწევს. ისე ნუ ვიზამთ, როგორც 1989-1991 წლებში, როცა ნაცემნაგვემნი გამოვედით სსრკდან და ასევე ნაცემნაგვემი მივიდეთ იქ, სადაც პლანეტის ნახევარი ერთიანდება. იმედია, მიმიხვდით, რას ვგულისხმობ _ დასავლეთი მიდის, აღმოსავლეთი მოდის. ტვინების 30-წლიანმა გამორეცხვამ დაგვაკარგვინა რეალობის აღქმის უნარი. ილუზიებში შესული ქვეყანა ვერ ხვდება, რამხელა განსაცდელის წინაშეა და, თუ დროულად არ გავაანალიზებთ, რა შეიძლება დაგვემართოს, მერე გვიანი იქნება.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here