მიხეილ ჟღენტი: 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები გორბაჩოვმა და შევარდნაძემ მოაწყვეს აშშ-ისა დასავლეთის დაკვეთით

    “რა დამოუკიდებლობა, რის თავისუფლება, 35 წელიწადია, ჩვენი ქვეყანა კოლონიაა!”

    მიხეილ ჟღენტი

    1989 წლის 9 აპრილი ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში, მაგრამ იმჟამინდელი პერიპეტიების შესახებ ახალგაზრდა თაობამ ბევრი რამ არ იცის; იცის მხოლოდ ის, რაც ესმის. ამ ახალგაზრდებისთვის არსებობს ერთი სიმართლე _ ვინმე გენერალი როდიონოვი ჩამოვიდა მოსკოვიდან და რუსთაველის გამზირზე თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები დაჩეხა

    რა არის სიმართლე? ვინ იდგა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების უკან? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება პარტიისსოლიდარობა მშვიდობისათვისთავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი:

    _ პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ პატივი მივაგო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სულებს. ერთი რამ ნამდვილად ვიცი: ეს ადამიანები თავიანთი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის იბრძოდნენ. ახლა დავსვათ შეკითხვა _ ვინ და რატომ მოაწყო ეს სასაკლაო?

    4 აპრილს ჩამოვედი ჯარიდან და 5-ში სოლოლაკში მდებარე სამხედრო კომისარიატისკენ გავეშურე. იმხანად ქაშუეთის ეკლესიასთან ვცხოვრობდი და, რუსთაველზე რომ გავედი, გავშრი… ბევრი ხალხი მოძრაობდა და საპროტესტო განცხადებები კეთდებოდა. ცხოვრებაში სულ ორჯერ შემეშინდა _ 1989 წლის 5 აპრილსა და 2003 წლის 23 ნოემბერს. ორივე თარიღი კატასტროფის მომტანია საქართველოსთვის. ორივე თარიღის მოვლენების  დამკვეთნი ამერიკის შეერთებული შტატები და კოლექტიური დასავლეთი არიან.

    დავიწყოთ წინაპირობებით, რომლებიც ამ ტრაგედიას უძღვოდა.

    ეს იყო ე.წ. პერესტროიკა ანუ სსრკ-ის დაშლის პროცესი. ეს ცოტა გვიან გაირკვა, მაგრამ, ვინც იმხანად მივხვდით, რასაც აპირებდა დასავლეთი, ცუდ დღეში აღმოვჩნდით.

    5 აპრილიდან დღეში რამდენიმეჯერ მივდიოდი მიტინგზე მდგომ ჩემს ახლობლებთან და ვეუბნებოდი, რომ დიდი პროვოკაცია მზადდებოდა და სისხლი დაიღვრებოდა. აპრილამდე იყო აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითის ტრაგიკული მოვლენები, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში დასკვნები ვერ გაკეთდა.

    9 აპრილის მოვლენები დაგეგმეს და შეასრულეს აშშმა და სსრკის კომუნისტური პარტიის სულგაყიდულმა ლიდერებმა გორბაჩოვის ხელმძღვანელობით.

    _ რა მიზანს ემსახურებოდა რუსთაველზე მომხდარი ტრაგედია?

    _ სსრკ-ის დაშლის დაწყებას, საბჭოთა შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას, ანტისაბჭოთა და ანტირუსული ისტერიკის გაძლიერებას, საქართველოს როლის გაზრდას სსრკ-ის დაშლის პროცესში და, რაც მთავარია, მოსახლეობისთვის ცრუ იმედის გაღვივებას, რომ თურმე ხალხს შეუძლია მოითხოვოს და მოიპოვოს დამოუკიდებლობა. ყველაფერი წარიმართა “ფერადი რევოლუციის” საუკეთესო ტრადიციების მიხედვით _ მომზადება, ესკალაცია და მსხვერპლი. 9 აპრილი იყო პირველიფერადი რევოლუციასსრკის ტერიტორიაზე, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ შეფუთეს დამოუკიდებლობის იდეით.

    ახლა ხომ მაინც ჩანს, რომ კოლონია ვართ, თუმცა დეკოლონიზაციის პირველ ნიშნებსაც ვხედავთ და ამისთვის ფრთხილი მადლობა ხელისუფლებას.

    მინდა, ხელისუფლებას მოვუწოდო, რომ დაიწყოს 9 აპრილს მომხდარი სასაკლაოს დეტალების გამოძიება და მერწმუნეთ, ბევრი ისეთი რამ  ამოტივტივდება, თმები ყალყზე  დაგვიდგება. დიახ, ახალგაზრდებმა არ იციან, რა მიზანი ჰქონდა 9 აპრილს. მათ იციან მხოლოდ შედეგი, ტრაგედია და დასავლური პროპაგანდა.

    _ როგორ მოატყუეს ხალხი

    _ 1989-91 წლებში საქართველოში ჩატარდა კარგად აპრობირებული ტვინების გამორეცხვა, რომელმაც ახლა პიკს მიაღწია.

    ბევრ ადამიანს არ სჯეროდა, რომ ქვეყანა იღუპებოდა და არანაირი თავისუფლება ჩვენ არ “გვემუქრებოდა”.  მოსახლეობას ეგონა, რომ შემოსავლები ძველებურად ექნებოდა, გაგრძელდებოდა დოტაცია რუსეთიდან. 5-ტონიანი მანქანით გასაყიდად ისევ გაიტანდნენ ვაშლს და უკან  “ვაზ 2106”-ით დაბრუნდებოდნენ. მოკლედ, გაგრძელდებოდა სამოთხე, მაგრამ სულ 3 წელი დასჭირდა დასავლეთსდამშეული და გაყინული ქვეყანა რომ მიგვეღო. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ სსრკ ინგრეოდა და ჩვენ მის ნანგრევებში მოვყევით, პირველებმა შევუშვირეთ ნანგრევებს თავი.

    ახლაც იგივე საფრთხე გვემუქრება, ახლაც იშლება ევროკავშირი და ამას ნუ შევალეწავთ საქართველოს. რამდენჯერ უნდა ვითამაშოდ გადამთიელი მტრის თამაში. დროა, გამოვფხიზლდეთ!

    _ გავიხსენოთ, ვის არ მოეწონა საქართველოს სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ და ზვიად გამსახურდია

    _ ზვიად გამსახურდია არ მოეწონა დასავლეთს. ასევე, რუსეთის იმჟამინდელ ხელისუფლებას, რომელიც აშშ-ის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, გამსახურდიას ხელისუფლებამ რაღაც მომენტში ჩათვალა, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის აშენება მართლა იყო შესაძლებელი.

    ისტორია გვასწავლის, რომ, როდესაც ქვეყანა მარცხდება და საბჭოთა კავშირი მართლაც დამარცხდა ცივ ომშიმისი შემადგენელი ნაწილები ნადავლად გადაეცემა გამარჯვებულს, ამ შემთხევაში კი გამარჯვებული ამერიკა იყო.

    სამწუხაროდ, ეს გვიან გააცნობიერეს საქართველოში, მაგრამ დღესაც არ არის დასკვნები გაკეთებული და დღესაც დიდი საფრთხის წინაშე ვართ.

    ზვიად გამსახურდია არ მოსწონდა ქართველ ინტელიგენციას. ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა, მაგრამ დღეს არ არის ამის დრო… ზვიადი არ მოეწონათ მის თანამებრძოლებსაც და,  ზემოთქმულიდან გამომდინარე, 1991 წლის 21 დეკემბერს დაიწყო სამოქალაქო ომი, ძმათამკვლელი ომი…

    “გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს!” _ ეს სიტყვები აშშ-ის 41-ე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშიუფროსმა 1991 წლის 21 აგვისტოს წარმოთქვა.

    სწორედ ეს სიტყვები იყო განაჩენი გამსახურდიას ხელისუფლებისთვის,

    თუმცა იმხანად ბევრს ეგონა, რომ აშშ იყო ბედნიერებისა და სიკეთის აკვანი, ოცნებების ასღულებისა  და შესაძლებლობების  გამოვლენის ქვეყანა. 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელიწადი გავიდა და დღეს ვხედავთ, რა “ბედნიერება” მოუტანა აშშ-მა საქართველოს.

    _ ვინ ხელმძღვანელობდა იმხანად საბჭოთა კავშირის ცენტრალურ კომიტეტს და ვინ გაყიდა საბჭოთა კავშირის ინტერესები?

    _ ცენტრალურ კომიტეტს ხელმძღვანელობდა მიხეილ გორბაჩოვი, ხელმძღვანელთა შორის  იყო გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან აშშ-ის მიერ გადაბირებული ედუარდ შევარდნაძეც. ორივეს კარიერა ზუსტად აგენტის ისტორიის მიხედვით განვითარდა. ორივე პროვინციიდან იყო, კრეატიულები, როგორც დღეს ამბობენ, და ორივე ახალგაზრდა.

    იმხანად ბევრი გარდაიცვალა მოულოდნელად… ნაძირალა გორბაჩოვი ხელისუფლებისკენ მიილტვოდა და გახდა ცენტრალური კომიტეტის წევრი, მანამდე სოფლის მეურნეობას კურატორობდა.

    შევარდნაძემ მცხეთის რაიკომის პირველი მდივნობიდან დაჭერას ძლივს გაასწრო, ჩავიდა თავის კურატორებთან მოსკოვში და გადარჩა. დიახ, მოსკოვში, იმიტომ, რომ მოსკოვი 70%-ით უკვე აშშ-ის დაქვემდებარებაში იყო და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო აკონტროლებდა, როგორც ეროვნულ მოძრაობას, ისე ცკ-ს.

    მახსენდება 1972 წელი, როდესაც ამხანაგი შევარდნაძე დაინიშნა საქართველოს ცკ-ის პირველ მდივნად. საქმე, რომელიც ვასილ მჟავანაძის მმართველობის პერიოდში 100 მანეთად კეთდებოდა, 1000 მანეთი გახდა. ძალიან გავრცელდა კორუფცია და მექრთამეობა. საქართველოში თუ მოსავალი იყო 1000 ტონა, უნდა დაწერილიყო 3000 ტონა, რათა შევარდნაძეს სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიეღო. ასე გაგრძელდა მანამდე, სანამ შევარდნაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად არ დანიშნეს. მისი გამინისტრებიდან კი დაიწყო უბედურებები.

    ნაძირალა გირბაჩოვმა, იაკოვლევმა და ჩვენმა თანამემამულე ედიკამ წინაპრების მიერ აშენებული ქვეყანა ამერიკელებს ჩააბარეს.

    1989 წლის 9 აპრილი ამერიკისა და დასავლეთის დაკვეთით გორბაჩოვმა და შევარდნაძემ მოაწყვეს, დღეს კი ტლიკინებენ, გამარჯვების დღეაო. ვისზე გაიმარჯვეთ, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტებო? რა დამოუკიდებლობა, რის თავისუფლება, 35 წელიწადია, ჩვენი ქვეყანა კოლონიაა!

    9 აპრილი არის ქართველი ხალხის გაბითურების, მსხვერპლისა და უმანკო სულების ხსენების დღე. არანაირი ზეიმი!

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here