ამერიკელები არ ენდობიან ჟურნალისტებს, ჟურნალისტები კი საკუთარ თავში დარწმუნებულნი (თითქმის) არიან
Pew Research Center -ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ამერიკული მასმედია სულ უფრო ხშირად ხვდება თავის “ბაბლში” (“ბუშტში”); მედიასაშუალებები, პრაქტიკულად, მთლიანად მოსწყდნენ თავიანთ აუდიტორიას.
კორესპონდენტთა და რედაქტორთა 65% დარწმუნებულია, რომ საზოგადოებისთვის ადეკვატური ინფორმაციის მიწოდებით “კარგ საქმეს აკეთებს”, მაგრამ მკითხველებისა და მაყურებლების მხოლოდ 35% ფიქრობს, რომ მედია მათ მართალ და ადეკვატურ ინფორმაციას აწვდის.
მსგავსი გამოკითხვის ისტორიაში ეს პრესისადმი უნდობლობის გამოცხადების აბსოლუტური რეკორდია აშშ-ში.
ლუკა მაისურაძე