Home ახალი ამბები მსოფლიო ლუკაშენკომ ბელარუს სამხედროებს მოწინააღმდეგის გადაწყვეტილების მიმღები ცენტრების მიზანში ამოღება უბრძანა

ლუკაშენკომ ბელარუს სამხედროებს მოწინააღმდეგის გადაწყვეტილების მიმღები ცენტრების მიზანში ამოღება უბრძანა

უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელარუსის სამხედრო ობიექტების დაბომბვას შეეცადნენ

64

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინათ უკრაინელი სამხედროები შეეცადნენ, ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებისთვის დაერტყათ, მაგრამ ბელარუსმა სამხედროებმა უკრაინული რაკეტები ჰაერში ააფეთქეს.

“ჩვენს პროვოცირებას ცდილობენ: 30 ივნისს უკრაინის ტერიტორიიდან შეეცადნენ, ჩვენი სამხედრო ობიექტებისთვის დაერტყათ, მაგრამ კომპლექს “პანცირის” მეშვეობით უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან გამოშვებული ყველა რაკეტა გავაუვნებლეთ”, _ განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუსის დამოუკიდებლობის დღის წინ გამართულ საზეიმო შეკრებაზე. მოგვიანებით, მან ბელარუს სამხედროებს უბრძანა, სამიზნეში ამოეღოთ მოწინააღმდეგის გადაწყვეტილების მიმღები ცენტრები, რათა მყისიერად უპასუხონ თავდასხმის შემთხვევაში. ლუკაშენკომ უკრაინელები გააფრთხილა, რომ, თუ გაბედავენ და დაარტყამენ ქალაქ გომელს, მოზირსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ლუნინცის აეროდრომს ან ბრესტს, პასუხი მყისიერი იქნება. “ჩვენ გვაქვს საშუალებები, რომლებითაც შეგვიძლია ვუპასუხოთ, და არამხოლოდ ის, რაზეც ცოტა ხნის წინათ ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტს. თუ გახსოვთ, მე ვილაპარაკე რაკეტების წარმოებაზე. “პოლონეზები” _ თქვენ ამ რაკეტების დარტყმის არეალში იმყოფებით. მე არ დავიწყებ გარკვევას, ვინ არის ოფისში და ვინ _ სასახლეში. პასუხი მკაცრი და გადამწყვეტი იქნება”, _ განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here